გიორგი ლორია თბილისის "დინამოს" ტოვებს და შოთა არველაძესთან მიდის

AutoSharing Option
99 პროცენტით გადაწყვეტილი ამბავია, გიორგი ლორია თბილისის "დინამოს" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, კარიერას კი თურქეთის სუპერლიგის "კაისერში" გააგრძელებს.

25 წლის მეკარეს თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე აკვირდებოდა და როგორც შევიტყვეთ, თბილისური კლუბის თავკაცებისგან ტრანსფერზე პრინციპული თანხმობა მიიღო.

ლორიას კონტრაქტი ზამთარში უმთავრდება და ერთადერთი შესათანხმებელი სატრანსფერო თანხაა და ახლა მოლაპარაკება ამის შესახებ მიმდინარეობს. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ კლუბებმა ერთმანეთში საერთო ენა გამონახეს. თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, თანხაზეც შეთანხმდებიან. საქართველოს ნაკრების მეკარე კი ზაფხულიდან არველაძის ხელმძღვანელობით, ზურაბ ხიზანიშვილის მხარდამხარ ითამაშებს.

როდესაც ნაკრების კანდიდატს ძლიერ ლიგაში იწვევენ, მისი გაჩერება არც კლუბს არგებს და არც მოთამაშეს. "დინამოში" ამას მიხვდნენ. ლორიას "კაისერში" გადასვლით კი მოგებული დარჩება ორივე, პლუს ჩვენი მთავარი გუნდი - ეროვნული ნაკრები.

ცხადია, ლორიას წასვლის შემდეგ გუნდს მისი შემცვლელი დასჭირდება. ჩვენი ინფორმაციით, "დინამოს" თავკაცებმა სასურველი კანდიდატურა უკვე შეარჩიეს: დიდი ალბათობაა, ლორიას ნაცვლად კარში ბაქოს "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაია ვიხილოთ.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე წინასწარი თანხმობა განაცხადა, მაგრამ კონტრაქტზე ჯერ ხელი არ მოუწერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ სად არის დინამო, ფიფიას შეცდომებს შეეწირება ყველაფერი,უსამართლოდ რომ მოექცა ადამიანებს იმიტომაც იკბენს ცოტახანში იდაყვზე((((((((((((
irina
14:50 30-04-2012
0
და საიდან მოიტანეთ რომ 99% გადასულია? მილიონზე ნაკლებად რომ არ გაუშვებენ დარწმუნებულები იყავით. საფრანგეთის უმაღლესი ლიგიდან აქვს შემოთავაზება (კერძოდ ვალენსიენი და კაენი) და რუსეთის პრემიერლიგის 3 გუნდიდან და რატომ წერთ ასე ზერელედ რომ კაიზერსპორში მიდის?
kerdiko
14:45 30-04-2012
0

სიახლეები პოპულარული