ქართველი ფეხბურთელის სიზარმაცეს კორეული წკეპლა ამარცხებს?!

AutoSharing Option
ვლადიმირ აბრამოვი ცნობილი რუსი მენეჯერია. მას ბევრი ცნობილი მოთამაშის ტრანსფერი გაუკეთებია. ახლახან რუსულმა გამოცემა "ექსპრეს გაზეტამ" ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საინტერესო ისტორიები გაიხსენა.

ერთ-ერთი მათგანი მოსკოვის "ლოკომოტივს" ეხებოდა - წლების წინ, როგორ დააბრუნა იური სიომინმა გუნდიდან, ფაქტობრივად, გაშვებული ზაზა ჯანაშია.

"ზოგჯერ კორეაში ფეხბურთელებს წკეპლით სჯიან. უბრალოდ, ქვეყანაში ასეთი აღზრდის მეთოდია და ამას ყველა შეგუებულია. თუ ფეხბურთელი ვარჯიშის დროს ზარმაცობს, მწვრთნელს შეუძლია ხელი ან წკეპლა შემოარტყას. ის კი ვალდებულია, ქედი მოიხაროს და მოიბოდიშოს.

მაგალითისთვის ერთ ისტორიას გავიხსენებ: "ლოკომოტივში" იყო ასეთი თავდამსხმელი ზაზა
ჯანაშია. სიომინს მისი გაყიდვა სურდა, რადგან ამას ფეხბურთელები ითხოვდნენ - გუნდი მოძრაობდა, ზაზა კი ფორმაში აღარ იყო და შეტევების განვითარებას ამუხრუჭებდა. ზუსტად ამ დროს კორეულმა "LG"-მ თავდამსხმელი მოითხოვა.

ჩავიყვანე კორეაში. დაიწყო ვარჯიში და ერთ თვეში კორეელებმა მითხრეს, რომ კონტრაქტსაც გააფორმებდნენ და მოსკოველებს 350 ათას დოლარსაც გადაუხდიდნენ. იმ დროს ეს ძალიან კარგი თანხა იყო. სამუშაო ვიზის გასაფორმებლად კვირაზე მეტი გვჭირდებოდა და ზაზა დროებით მოსკოვში დაბრუნდა.

ფორმიდან რომ არ ამოვარდნილიყო, სიომინს ვთხოვე, "ლოკომოტივში" ვარჯიშის უფლება მიეცა. ჯანაშია მივიდა ბაზაზე და ვარჯიშის შემდეგ გაოცებული იური პავლოვიჩი დამიკავშირდა - "რა ხდება, ბიჭები წუწუნებენ, რომ ზაზას ვეღარ ეწევიან. კორეაში სტეროიდები ხომ არ მიიღო?" ზუსტად ვიცი, რომ კორეაში მსგავსი რამ არ ხდებოდა და მისმა ნათქვამმა მეც გამაკვირვ
ა.

მოკლედ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. სიომინმა მითხრა, მოძებნე ნებისმიე
რი სხვა თავდამსხმელი. ახლა გუნდში საუკეთესო ჯანაშიაა და მას აღარ ვყიდითო", - იხსენებს აბრამოვი.

საინტერესო გამოცდილება ჰქონიათ კორეელებს და იქნებ საქართველოშიც გადმოგვეღო? ჩვენში ბევრი "ჯანაშიაა", მაგრამ სიზარმაცის გამო ნიჭს ანიავებენ. წკეპლის რა გითხრათ და, სიმკაცრე ბევრს ნამდვილად არ აწყენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯანაშიამ თავისი პოტენციალი სრულად ვერ წარმოაჩინა.
zaza sigu
11:04 02-05-2012
0
პირველ რიგში დინამოს უნდა ეგ კორეელები რო ცოტა დსწიპლინა ასწავლონ!
mamde
14:41 01-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული