ორგანიზაციის რეიტინგში მოხვდნენ ასევე ქართული გუნდებიც. თბილისის "დინამო" 115 ქულით 116-ე ადგილზეა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" 95 ქულით 164-ე პოზიციას იკავებს, ხოლო რუსთავის "მეტალურგი" , რომელიც ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობს, 89 ქულით 195-ეა.
მსოფლიოში საუკეთესო გუნდად კვლავ კატალონიის "ბარსელონა" რჩება.
პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1.ბარსელონა - 367
2.რეალი - 306
4.ბაიერნი - 287
5.მადრიდის ატლეტიკო - 278
6.ვალეს სარსფილდი - 264
7.ჩელსი - 245
8.ბილბაოს ატლეტიკი - 244
9.სპორტინგი - 235
10.ვასკო და გამა - 235