როგორც შემდეგ გაირკვა, ქუთაისელთა 25 წლის ნახევარმცველმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა, "ტორპედოს" გამარჯვება განაპირობა და თავის გუნდს, ფაქტობრივად, ევროპის ლიგის საგზური დაუბევა.
გიორგი დათუნაიშვილს განვლილ შეხვედრასა და გუნდის საევროპო შანსებზე ვესაუბრეთ.
- ფაქტობრივად, შენმა გოლმა ევროპის ლიგის საგზურის ბედი გადაწყვიტა...
- რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ის ფაქტი, მნიშვნელოვანი მატჩის ბედი ჩემმა გოლმა რომ გადაწყვიტა, მაგრამ ეს გოლიც
- თუმცა ჯერ ევროპის ლიგაზე გასვლა გარანტირებული არ გაქვთ. წინ კიდევ სამი ტურია და უპირატესობა უნდა შეინარჩუნოთ...
- ჩვენ არც ვთვლით, რომ სამეული და ევროთასების საგზური გარანტირებული გვაქვს. დარჩენილ სამ მატჩში ქუთაისში "დილასა" და "მეტალურგს" ვუმასპინძლებთ, გასვლაზე კი "ბაიას" შევხვდებით.
რუსთაველები ჩემპიონობისთვის იბრძვიან, "დილა" სერიოზულ გუნდად ყალიბდება და ნებისმიერი ლიდერის დამარცხება შეუძლია, ზუგდიდში სტუმრობა კი ყოველთვის რთულია და გარანტირებულ მოგებებზე ლაპარაკი სასაცილოც იქნება.
მაგრამ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, რაც ბიჭებს კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ, წარმატების მისაღწევად თავს არავინ დაზოგავს.
- ახლა უკვე შეიძლება "კარტების გახსნა" - რა დავალება გქონდათ თბილისის "დინამოსთან" და შენი აზრით, მეტოქეს რის ხარჯზე აჯობეთ?
- "კოლხეთთან" მატჩის შემდეგ "დინამოსთან" შეხვედრისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით. მიმაჩნია, რომ თბილისელთა თამაში კარგად შევისწავლეთ. ვიცოდით, რა პოზიციაზე არიან ძლიერები და სად უჭირთ.
მეტოქის ძლიერი რგოლების განეიტრალებას და სისუსტეების გამოყენებას შევეცადეთ და, ალბათ, ეს ურიგოდ არ გამოგვივიდა. ფაქტია, რომ პირველ ტაიმში საკმაოდ დიდ უპირატესობას ვფლობდით, მეორე ტაიმში კი "დინამო" უშედეგოდ უტევდა.
რაც მთავარია, დავალებები დავალებებად დარჩებოდა, ბიჭებს მწვრთნელის მითითებები რომ არ შეესრულებინათ და განსაკუთრებული მონდომებითა და სიფრთხილით არ ეთამაშათ. ჩემი აზრით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
"გიორგი დათუნაიშვილი: ამ შანს ხელიდან არ გაუშვებთ" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"