ამის შესახებ 15 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადეს.
მათი თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანი ამ ეტაპზე ფოკუსირებულია 2020 წელს ქვეყანაში ოლიპიური თამაშების ჩატარებაზე და ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია, პარალელურ რეჟიმში ბაქო ყურადღებას ვერ გადაიტანდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე.
როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, 14 მაისს, საღამოს, ქართულმა მხარემ უკვე გადაგზავნა შესაბამისი წერილი უეფას გენერალურ სამდივნოში და ამ წერილს უკვე 15 მაისს განიხილავს უეფას ხელმძღვანელობა.
რაც შეეხება ჩემპიონატის მასპინძლობისთვის აუცილებელ წინაპირობებს, როგორც ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, აუცილებელია აშენდეს, მინიმუმ, 12 სტადიონი სხვადასხვა ქალაქში, რომელთაგან აუცილებლად უნდა იყოს ორი სტადიონი, რომელიც 50 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი, 3 სტადიონი - 40 000 მაყურებელზე და 4 სტადიონი - 30 000 მაყურებელზე.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების გათვალისწინებაა საჭირო - მაგალითად, გადაადგილება ქალაქებში, აეროპორტები, სასტუმროები, საკვები ობიექტები - ამ ყველაფერს უეფაში აქცევენ საკმაოდ დიდ ყურადღებას.
"ინტერპრესნიუსი"