ტურნირის მასპინძლობისთვის ბრძოლას საქართველო აზერბაიჯანთან ერთად აპირებდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ ჩვენი მეზობელი მთელ ყურადღებას ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მიღებას დაუთმობს და შესაბამისად, ევროპის უდიდესი საფეხბურთო ფორუმის მიღებისთვის საქართველო დამოუკიდებლად იბრძოლებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ წარმოადგინა ის მოთხოვნები, რომლებსაც უეფა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას უყენებს.
სტადიონები
რაოდენობა - 9 სტადიონი
სათადარიგო სტადიონები - 3 სტადიონი
სტადიონებზე ადგილების რაოდენობა
3 სტადიონი - 40 000 სკამით (ნახევარფინალური მატჩებისთვის)
4 სტადიონი - 30 000 სკამით (ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის)
VIP-ადგილების რაოდენობა - მაქსიმალური - 800 ადგილი (ფინალურ მატჩზე)
მინიმალური - 350 ადგილი (ჯგუფურ ეტაპზე)
მედიისთვის საჭირო ადგილები - მაქსიმალური - 600 ადგილი (ფინალურ მატჩზე)
მინიმალური - 300 ადგილი (ჯგუფურ ეტაპზე)
ტრანსპორტი
საერთაშორისო ტრანსპორტი
აეროპორტების გრაფიკი - მატჩამდე 10 საათით ადრე და 10 საათის შემდეგ უნდა იყოს რეისები
ერთი ძირითადი აეროპორტი + დამხმარე აეროპორტი
მატჩის დღეს აეროპორტს უნდა შეეძლოს 100 ჩარტერული რეისის მიღება
აეროპორტში ცალკე უნდა იყოს გუნდების, ვიპ და უეფას წარმომადგენლების დასახვედრი Welcome desk-ი.
ქვეყნის შიდა ტრანსპორტი
24-საათიანი მუშაობის გრაფიკი
მასპინძელი ქალაქების შიდა ტრანსპორტი - სტადიონი არ უნდა იყოს ქალაქიდან 75 წუთის სავალ გზაზე შორს
სასტუმროები
მასპინძელ ქალაქებში
ოთახების მინიმალური რაოდენობა - 2 600 ერთადგილიანი ოთახი
ოთახების მაქსიმალური რაოდენობა - 7 200 ერთადგილიანი ოთახი
სასტუმროების 75% უნდა იყოს 5-4-ვარსკვლავიანი, 25% - 3-ვარსკვლავიანი
დამატებით 900 ოთახი + 100 აპარტამენტის ტიპის ოთახი
ფან-ზონები
ყველა მასპინძელ ქალაქში, რომელიც დაიტევს მინიმუმ 1000 და მაქსიმუმ 5000 გულშემატკივარს
ტურნირი ტარდება 29-31 დღის განმავლობაში
ოფიციალურ კანდიდატებს უეფა ყველა მსურველი ქვეყნის განაცხადის განხილვის შემდეგ დაასახელებს.