გვალია პლეიმეიკერია და კლუბებს თავი თამაშის აზრიანი გაძღოლით დაამახსოვრა. გარდა ამისა, ისიც ბევრს ნიშნავს, რომ 21 წლის შემტევი ნახევარმცველი პიროვნული თვისებების გამო ფოთის "კოლხეთის" კაპიტნად აირჩიეს.
ამდენად, ლაშა უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც გუნდი სამკლავურით გაჰყავს. რაც მთავარია, 4 წელია, ლაშა "კოლხეთის" ძირითად შემადგენლობაში
ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" მის ტრანსფერს 100 ათას ევროდ აფასებს.
ბოლო ინფორმაციით, გვალიას გადასაბირებლად დიდი ამბები დატრიალდა. მას ერთდროულად იწვევდნენ თბილისის "დინამო", რუსთავის "მეტალურგი" და გორის "დილა". თბილისელები ნებისმიერი სასურველი პირობის შესრულებაზე თანახმა იყვნენ, "მეტალურგი" კი მის დათანხმებას შარშანაც ცდილობდა, მაგრამ ფოთელებმა ფეხბურთელის ფასი თავადაც კარგად იცოდნენ, მხოლოდ საკომპენსაციოს არ დათანხმდნენ და საბოლოოდ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა.
გორის "დილას" მესვეურებმა ფეხბურთელს თვალი ზამთარში დაადგეს. გვალიათი მამუკა ჯუღელი დაინტერესდა, მოლაპარაკება დაიწყო და სიტყვიერი შეთანხმებაც დაიდო, რომ "კოლხეთის" კაპიტანი ზაფხულში გორის კლუბში გადავიდოდა.
როგორც ჩანს, ასეც მოხდება. გვალიას ტრანსფერი "დინამოსთვის" ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო. ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში გადასვლის სურვილი ფეხბურთელსაც ჰქონდა, მაგრამ თბილისელებმა დაიგვიანეს: გვალიამ მათი ინტერესი გვიან შეიტყო და "დილასთან" დადებული პირობა ვეღარ დაარღვია. არადა, ამტკიცებენ, რომ საკმაოდ მაცდური წინადადებით მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ გორელებმა "ზესტაფონის" ცენტრალურ მცველთან, გიორგი ონიანთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმეს.
"გვალიას დილა გორში გაუთენდება" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"