იაშვილს გერმანიაში დავუკავშირდით...
- რას აპირებ? ისევ გააგრძელებ ფეხბურთელობას თუ "კარლსრუეში" დარჩები და მენეჯერად იმუშავებ?
- ჯერ არ ვიცი. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღება ჯერ ადრეა. როცა შენი გუნდი გავარდება, იოლი არ არის გზის არჩევა. სიჩქარე არ მინდა, კარგად უნდა დავფიქრდე.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დინამო თბილისი" დაინტერესებულია ფოლკერ ფინკეს და ალექსანდრე იაშვილის გადაბირებით...
- ჩემი "დინამოში" დაბრუნებასთან დაკავშირებით ლაპარაკი მართლაც
- "დინამოდან" ვინ გელაპარაკა?
- მოდით, კონკრეტიკისგან თავი შევიკავოთ. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ფეხბურთზე საუბარი რამდენიმე დღე არ მსურს.
- შევიტყვეთ, რომ ბუნდესლიგის ერთი გუნდია დაინტერესებული იაშვილის ტრანსფერით...
- ინტერესი მართლაც არის როგორც პირველი, ასევე მეორე ბუნდესლიგიდან.
- "კარლსრუეს" წარუმატებლობას, ალბათ, მართლაც განსაკუთრებულად განიცდი...
- ამდენი წელია, გერმანიაში ვთამაშობ და ასეთი ხელმოცარული არასდროს ვყოფილვარ. "კარლსრუეს" კაპიტანი ვიყავი, შესაბამისად, გუნდის და გულშემატკივრების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მქონდა...
- მაინც უფრო საითკენ გიწევს გული, ფეხბურთელობისკენ თუ სხვა რამისკენ?
- ყველაფერი ამ თვის ბოლოს გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებებს გისურვებ იაშკა!