თბილისი მარკეტინგში უეფას სემინარს მასპინძლობს

AutoSharing Option
24-25 მაისს სასტუმრო "რედისონში" უეფას ორგანიზებით მისი წევრი 8 ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციების მარკეტინგის მენეჯერები ამ სფეროში არსებულ წინსვლებსა და პრობლემებზე ისაუბრებენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი გამოცდილების გაზიარება და უეფას სტანდარტების შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების განსაზღვრაა.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ბულგარეთის, ყაზახეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლები.

თბილისში აღნიშნულ ღონისძიებას უხელმძღვანელებს უეფას მარკეტინგის განყოფილების უფროსი - პიტერ უილიამსი და მარკეტინგის მენეჯერი - ნოელ მუნი.

თბილისში დაგეგმილ სემინარს ასევე დაესწრება უეფას პროექტების მენეჯერი - დავით პეტრიაშვილი. მოწვეული ექსპერტების სტატუსით
შეხვედრას დაესწრებიან ფინეთის ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - იკკა ვანალა; ასევე, საფეხბურთო კლუბ "შახტარის" კომუნიკაციების მენეჯერი ჟოე პალმერი და UnicCredit Bank-ის ვიცე-პრეზიდენტი ანა სლუსარენკო.

მსგავსი მასშტაბისა და თემატიკის შეხვედრა თბილისში პირველად ტარდება და უმნიშვნელოვანესია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ამ სფეროში მომუშავე ჩვენი რეგიონის თითოეული წარმომადგენლისათვის.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული