"ჩვენ ველოდით, რომ ბაქო 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის პრეტენდენტთა სიაში მოხვდებოდა. ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. ახლა ვცდილობთ, მივაღწიოთ იმას, რომ ევროპის ჩემპიონატი აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩატარდეს", - აღნიშნა აბდულაევმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ "ევრო 2020"-ის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის შეტანის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც დაადასტურა.
როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამ თემაზე შეთანხმება უკვე
მისივე ინფორმაციით, საქართველოს განაცხადი უკვე შეტანილი აქვს, თუმცა კვოტას აზერბაიჯანიც დაემატება.
აზერბაიჯანმა საქართველოსთან ერთად განაცხადის შეტანაზე თავდაპირველად უარი თქვა. მიზეზად აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილი დაასახელა, თუმცა დღეს დილით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბაქო და ყატარის დედაქალაქი დოჰა სიიდან ამოშალა.
interpressnews.ge