ჯონი ჯერემია, გიორგი შაშიაშვილი და დავით კვირკველია გორის "დილაში"?

AutoSharing Option
მცირე ხნის წინ, "ლელოსთან" ინტერვიუში გიორგი შაშიაშვილმა დაადასტურა ჩვენი ინფორმაცია, რომ შესაძლოა, კარიერა გორის "დილაში" გააგრძელოს (იხილეთ ვრცლად).

საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ბერძნული "ერგოტელისიდან" წამოვიდა და "დილასთან" მოლაპარაკება წამოიწყო. მაგრამ, 32 წლის უნივერსალ მცველს გორელებთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია.

ვწერდით იმასაც, რომ "დილას" საქართველოს ნაკრების ყოფილი (გოგიტა გოგუა) და ამჟამინდელი (დავით კვირკველია) მოთამაშეების დამატებაც სურდა.

"დილას" სასურველი მოთამაშეების სიიდან კიდევ ერთის ვინაობა შევიტყვეთ - ლაპარაკია "გაგრას" თავდამსხმელ ჯონი ჯერემიაზე.

ვერცხლისწყალივით მოძრავმა 18 წლის ნიგერიელმა საქართველოს თასის ორივე ნახევარფინალურ მატჩში გორელებს
უამრავი თავსატეხი გაუჩინა და ორი გოლიც გაუტანა. "დილას" მეპატრონეები და მწვრთნელები ნიგერიელი ფორვარდით სწორედ მაშინ დაინტერედნენ.

შესაძლო ტრასფერების თაობაზე კომენტარი "დილას" მთავარ მწვრთნელს, თემურ შალამბერიძეს ჩამოვართვით:

"დასამალი არაფერია, ჯერემიას დამატება მართლაც გვსურს. მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია და მოლაპარაკება არ დაგვიწყია.

სეზონი დამთავრდება და ცხადია, საკადრო საკითხების მოგვარებაზე გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად დავილაპარაკებთ.

აქვე დავაკონკრეტებ, რომ ჯერემიასთან ერთად სხვა თავდამსხმელების დამატებაზეც იყო ლაპარაკი. ასე რომ, "გაგრას" მოთამაშე ჩვენს სიაში უალტერნატივო და ერთადერთი კანდიდატი არაა.

რაც შეეხება კვირკველიასა და შაშიაშვილს, მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედია, ახალ სეზონში გაგვაძლიერებენ.

რაც შეეხება გოგუას, ძალიან მეეჭვება, "დილაში" ითამაშოს - მასთან მოლაპარაკება არ გვქონია".

ჯერემიას ამჟამინდელი კლუბი, "გაგრა" ფეხბურთელის შესაძლო გადასვლაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს, რადგან მათთვის გორელთა ინტერესზე არაფერი იყო ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გორის "დილამ" უკვე დაიმატა "ზესტაფონის" ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი და ფოთის "კოლხეთის" პლეიმეიკერი ლაშა გვალია.

დილა ინტერესს ადასტურებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
irakli1805
ვაი შენ ჭკუა და მე ფული
TaroSochi
03:47 28-05-2012
0
irakli1805, არ მინდა შეურაცყოფა მოგაყენო მაგრამ..... გეტყვი, შენ სადღაც ხარ ჩარჩენილი. თუ ასე იაზროვნე, იქედან ამოსვლას კაი ხანი ვერ შეძლებ.
zazuna
19:55 27-05-2012
0

სიახლეები პოპულარული