ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი მალე დაიწყება, ერთი კვირაც და ევროსაგზურის მქონე კლუბები მომზადებას შეუდგებიან.
* * *
გორელთა კაპიტანმა, ლაშა სალუქვაძემ ლაკონურად მოჭრა:
"ჯერ ხელმძღვანელობასთან არ მილაპარაკია. სეზონი დასრულდა, დავსხდებით და დავილაპარაკებთ".
* * *
გოჩა ხოჯავა:
- ჯერ წინასწარ ვერაფერს გეტყვით, "დილასთან" კონტრაქტი ერთ თვეში მიმთავრდება.
- თავად ამბობდი, რომ სეზონის შემდეგ კარიერას ვლადიკავკაზის
- მალე ნახავთ, "დილაში" დავრჩები თუ სხვა კლუბში ვითამაშებ.
* * *
მათე ვაწაძემ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" პრეზიდენტი ალექსეი გოიხმანი რუსეთში აალაპარაკა, ვაწაძის გაშვება დიდ შეცდომა იყო, საქართველოში გოლი გოლზე გააქვსო.
მართლაც, მათე "დილაში" მშვენიერი შედეგიანობით გამოირჩეოდა - საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, თასზე გამართულ 3 მატჩში კი - 3 გოლი და მნიშვნელოვნად განაპირობა ის ფაქტი, რომ გუნდი თასს დაეუფლა და ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა.
- მართალია, რომ თბილისის "დინამოში" გადასვლაზე უარი თქვი?
- არა, რატომ, "დინამოში" დაბრუნება მიუღებელი არაა, ევროთასებზე თამაში მინდა, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ახალი სეზონიდან სად აღმოვჩნდები.
- შევიტყვეთ, რომ გოიხმანს ქართველების "ვოლგაში" დაბრუნება სურს...
- ვნახოთ, ლაპარაკი არის, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "დილასთან" კონტრაქტი მიმთავრდება. ისე, სიმართლე გითხრათ, ევროპაში უფრო სიამოვნებით წავიდოდი.
* * *
გია ცეცაძე, "დილას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:
- რაც მთავარია, გუნდი ერთი სეზონისა და თასის მოსაპოვებლად არ შექმნილა. ჩვენი სურვილი შემადგენლობის შენარჩუნება და გაძლიერებაა.
მაგრამ ვინ დარჩება და ვინ წავა, ეს უახლოეს პერიოდში გადაწყდება. იმედი გვაქვს, რომ ევროთასებზე ასპარეზობისას ძირითადი შემადგენლობის ბირთვი შენარჩუნებული გვეყოლება.
* * *
დაბოლოს, გიორგი ონიანმა დაგვიდასტურა, რომ "ზესტაფონთან" კონტრაქტი აღარ გააგრძელა და მომავალ სეზონში "დილაში" ითამაშებს.
ვინ რჩება და ვინ მიდის? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
+1
რომან, დაგვიბრუნე ვაწა დინამოში. გვჭირდება ასეთი გოლეადორი