პროფლიგა 18 ივნისს დარეგისტრირდება

AutoSharing Option
7 ივნისს თბილისის "დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ.

პროფესიული ფეხბურთის ლიგის ჩამოყალიბების შესახებ სამუშაო შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. მსჯელობის დასრულების შემდეგ "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია და შეხვედრის სხვა მონაწილეები მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რომან ფიფია:"პროფესიული ფეხბურთის ლიგის შექმნის გადაწყვეტილება მიღებულია. 18 ივნისს ოფიციალური რეგისტრაცია მოხდება.

ამ პერიოდში კლუბების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაგრძელდება და ყველა დეტალზე საბოლოოდ შევთანხმდებით.

ჩემპიონატი 11 აგვისტოს აიღებს სტარტს. პირველ ეტაპზე 12 გუნდი ორ წრედ, 22 შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო შემდეგ გუნდები ორ ექვსეულად
დაიყოფიან და 10 ტურს ითამაშებენ.

პროფლიგის პრეზიდენტის კანდიდატები ამ ეტაპზე ორნი არიან - ვლადიმერ გუცაევი და გია ფირცხალავა, რომელსაც ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია, თუმცა შესაძლოა, კანდიდატთა რიცხვი გაიზარდოს.

ჩვენი მთავარი სურვილი, მიზანი და ამოცანაა, ჩემპიონატი გამჭვ
ირვალედ და სუფთად ჩატარდეს".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი წამოწყებააა, ბევრი კარგი საქმე გაკეთდება
დათო
17:40 08-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული