ქართველმა ბავშვთა ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა

AutoSharing Option
დასრულდა ევროპის პრესტიჟული საბავშვო საკლუბო ფესტივალი, იგივე ბავშვთა არაოფიციალური ჩემპიონთა ლიგა.

ტურნირი მასტერსის საჩოგბურთო სერიასავით რამდენიმე ეტაპად ტარდება. განსხვავება ისაა, რომ საფეხბურთო ფესტივალზე ბევრად მეტი, 40 ტურნირი ტარდება, საუკეთესო კლუბებს კი დაგროვებული ქულებით ავლენენ.

ფინალური ეტაპი საფრანგეთის ქალაქ რუბეში ჩატარდა და 13-წლამდელებში ევროპის საუკეთესო საბავშვო კლუბი გამოვლინდა.

გამარჯვებული საფრანგეთის "ლილი" გახდა, სადაც ქართველი თავდამსხმელი ნიკა ქუთათელაძე თამაშობს.

"ლილმა" ჯგუფურ ეტაპზე "კორტრაიკთან" 0:0 ითამაშა, "გრევენმახერს" 2:0 მოუგო, "მუსკრონთან" 0:1 წააგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. იქ კი ყველა მეტოქე დაამარცხა - "იანგ
ბოიზი" 2:0, "ფეიენოორდი" 6:1 და "ლაციო" 1:0. 1/4-ფინალში "მონაკოს" 1:0 მოუგო, 1/2-ში "ლე ჰავრი" პენალტების სერიაში დაამარცხა, ფინალში კი "ვალენსიას" 1:0 აჯობა.

ქუთათელაძემ სამივე ტურნირზე 14 გოლი გაიტანა (საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე მაჩვენებელი) და საგანგებო პრიზიც დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული