შიდა ქართლში "დილამ" იმარჯვა

AutoSharing Option
გორის კულტურისა და დასვენების პარკში ახალგახსნილ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, ფეხბურთში რეგიონული პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული მინი-ფეხბურთის ტურნირი დაახლოებით ერთი თვეა მიმდინარეობს ქვეყნის რეგიონებში.

შიდა ქართლის ოთხივე რაიონში ასპარეზობის პირველ ეტაპზე გამოვლინდა საუკეთესო გუნდები. ჩატარდა ნახევარფინალები და ახლა უკვე ფინალი. გადამწვეტ მატჩში გორის "დილას" ვეტერანებმა ქარელის "იბერიას" მოყვარულთა გუნდი დაამარცხა 6:2.

გორელთა რიგებში ახლო წარსულის ცნობილი ადგილობრივი ფეხბურთელები ვანო ხორგუაშვილი, საბა სულთანიშვილი, გიორგი ბალაშვილი, ქრისტეფორე შატაკიშვილი, მიშა თაყაძე, გიორგი ტუღუში და სხვები თამაშობდნენ.

გამარჯვებულთაგან
გოლები ხორგუაშვილმა, სულთანიშვილმა და ტუღუშმა გაიტანეს. ტურნირის დასკვნით ეტაპზე "დილა", რეგიონებში გამარჯვებულ საუკეთესო გუნდებთან ერთად ანაკლიაში იბრძოლებს ჩემპიონობისათვის.

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული