19 წლის ნიგერიელის ამჟამინდელ კლუბში მოთამაშის წასვლას უარყოფენ, მაგრამ გორელებმა ინტერესი დაადასტურეს.
ეს ლაპარაკი მიჩუმებული იყო, მაგრამ გორელთა ავსტრიაში გამგზავრებამდე ხელახალი ძალით აგორდა.
თუმცა "გაგრას" მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ ეს ტრანსფერი კატეგორიულად გამორიცხა:
"არ დაიჯეროთ, ჯერემია ჩვენთან არის და "დილაში" არ მიდის.
ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად ჩვენთან არავინ მოსულა, ტრანსფერზე არ შევთანხმებულვართ და ფეხბურთელი ჩუმად ვერ გადაიპარებოდა.
ახლა ჯერემია შვებულებაშია და ვარჯიშს ჩვენთან ერთად დაიწყებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
ასევე იხილეთ:
"გაგრადან" ლიდერები მიდიან
"გაგრა" ნიგერიელებით ძლიერდება