ცნობილი გახდა "დილას" ამხანაგური მატჩების განრიგი: კლუბის პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძის თქმით, გუნდი ავსტრიაში სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 22 ივნისს ბოსნიურ "სარაევოსთან", 24-ში გორელთა მეკარის მარინ სკენდერის ყოფილ კლუბთან, ხორვატიულ "ოსიეკთან", 26-ში კი ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის "ჰარტბერგთან".
"კლუბთან ერთად ბევრ შეკრებაზე ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი პირობები არსად მახსენდება. სამი ისეთი მოედანია, ჩვენი მეკარე მარინ სკენდერი გაოცებული დარჩა, ამას ნამდვილად არ ველოდიო.
აქ
შევიტყვეთ, რომ "დილაში" ვარჯიშობს მცველი ვალერი კაციტაძე, რომელიც 2003-2005 წლებში ლიტვის უმაღლესი ლიგის "ვილნიუსში" თამაშობდა, იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ბოლო სეზონი კი ბოლნისის "სიონში" ჩაამთავრა.
ჯორბენაძემ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მისი თქმით, სიახლეების გამომზეურებას უახლოეს დღეებში აპირებენ.
რაც შეეხება მარინ სკენდერს, ხორვატმა მეკარემ "დილასთან" ახალი ერთწლიანი კონტარქტი გააფორმა.
მარინ სკენდერი - კიდევ ერთი წლით გორში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
უეფას გადაწყვეტილებამ გორის "დილას" გეგმები შეცვალა