თელავის სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით, თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

1968 წელს გახსნილი სტადიონი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და აქედან გამომდინარე, სამუშაოები საკმაოდ საფუძვლიანად უნდა წარიმართოს.

სახელმწიფოსა და სფფ-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, "გივი ჩოხელზე" უმაღლესი ხარისხის მინდვრის საფარის დაგება რამდენიმე თვის წინ გადაწყდა. თელავის სტადიონზე 200-ამდე ბავშვი ვარჯიშობს და იმ მიზნით, რომ მოედანმა დატვირთვას გაუძლოს, სტადიონზე ხელოვნურსაფარიან მოედანს დააგებენ. მთავარი მოედნის გვერდით მდებარე ბუნებრივი საფარი კი შენარჩუნდება და მოწესრიგდება.

საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ძირითად მოედანზე ხელოვნურსაფარიანი მინდვრის დაგებას ის ბერძნული კომპანია უზრუნველყოფს, რომელმაც საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთი მოედანი გააკეთა. დამხმარე მოედანს კი სფფ-ის სპეციალისტები მათ ხელთ არსებული სპეცტექნიკით გააკეთებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კი ის არის, რომ კახეთის რეგიონულ ფედერაციას დაევალა, მომავალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში აუცილებლად გამოიყვანოს ერთი გუნდი. როგორც იცით, ბოლო წლებში კახეთს უმაღლეს და პირველ ლიგაში წარმომადგენელი არ ჰყოლია.

სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად ახალი ბურთები გადასცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ქვია "თელავში არა და რუსთავში"? შენ მოგზავნილი ხომ არა ხარ? მეტალურგ ააქვს თუ არა მე მკითხე თელავზე უფრო ძალიან მადარდებს? "ტელავში სტადიონის გაკეთებას რუსთავში ჯობია " რას ნიშნავს? მასე ხო იცი ვინ ლაპარაკობენ? აზრზე მოდი, გუშინდელი გამოძერწილი "რუსთავი" შეადარე ძველ ისტორიულ ქართულ ქალაქს? რა დონეზე გაბლატავდით ან რამ გაგაბლატავათ ესე
ზურა
22:26 03-09-2012
0
ბაზარი არ არის ხალხნო კარგი საქმე კეთდება მარა თელავში სტადიონის გაკეთებას საქართველოში არის გუნდები რომლებსაც სტადიონი არააქვთ, მაგალითად მეტალურგი, რუსთავში იცით რო ევროპის ლიგის მატჩებს ვერ ვმართავთ, ასეთ გუნდს უნდა სტადიონი თორე თელავს გამოუჩნდება პატრონი რომელიც სტანდარტულს გააკეთებს!
metalurgi fan
09:27 21-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული