გიორგი მერებაშვილი: ევროპის პირველობამ ჩემი იმედები ვერ გაამართლა

AutoSharing Option
ევრო 2012-ის მიმდინარეობის შესახებ თავის აზრს თბილისის "დინამოს" "ათიანი" გიორგი მერებაშვილი გვიზიარებს.

გიორგი მერებაშვილი:"პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით ევროპის პირველობამ ჩემი იმედები ვერ გაამართლა. თუ არ ჩავთვლით გერმანიას და ესპანეთს, ვფიქრობ, სხვა ვერცერთმა გრანდმა თავისი გულშემატკივრის მოლოდინი ვერ გაამართლა.

ნათელი მაგალითი ჰოლანდიის ნაკრებია, რომელიც ევრო 2012-ის იმედგაცრუებად იქცა.

ესპანეთს ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ, მისი მთავარი კონკურენტი გერმანია იქნება.

ჩემი აზრით, ნახევარფინალში თამაშის უფლებას გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და პორტუგალიის ნაკრები გუნდები მოიპოვებენ".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენ ხომ ანგრევთ რა...
dadu
01:10 22-06-2012
0
უფფ... ესენი ხო გვიმართლებენ იმედებს !
ჩიკო
17:57 21-06-2012
0

სიახლეები პოპულარული