"შენგელია არა მხოლოდ პოსტსაბჭოური, არამედ მთელი ევროპული ფეხბურთის დიდი დანაკლისია.
რამაზთან ერთად 1980 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოვიგე. საბჭოთა ნაკრებში კონსტანტინე ბესკოვის დროს გვითამაშია, ერთი სეზონი კი - თბილისის "დინამოში". ხშირად ვიხსენებდი ამ მშვენიერ, სიცოხლით სავსე ქართველს და ვიმედოვნებდი, რომ კიდევ ვნახავდი სადმე სუფრაზე, გულს გადავუშლიდი, წარსულს გავიხსენებდი.
სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე - საქმე, სამსახური, საზრუნავი...
ცხოვრებაში სასიამოვნო,
არაჩვეულებრივი საგოლე ალღო ჰქონდა და მაქსიმალურად შეეძლო ისეთი მომენტის გამოყენება, რომლიდანაც გატანა შეუძლებელი ჩანდა", - ამბობს ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტი, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი ვალერი გაზაევი.
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ვარსკვლავი იური გავრილოვი იხსენებს:
"ქართველი ფეხბურთელების კამპანიაში - რამაზთან, ყიფიანთან, ჩივაძესთან, მაჩაიძესთან არასოდეს მოიწყენდი.
შეკრებების დროს ხშირად ვიკრიბებოდით, ვხუმრობდით, ვერთობოდით. სასაუბრო თემა ყოველთვის გვქონდა და ერთმანეთის ნახვა გვიხაროდა. მოედანზე კი რამაზს უჩვეულო საგოლე ინტუიცია გამოარჩევდა".
შენგელიას დაკრძალვაზე სასულიერო პირმა საგულისხმო სიტყვები თქვა:
"ბევრს ჰგონია, რომ ნიჭი თავისთავად მოდის. ასე ნამდვილად არ არის. ადამიანის მთავარი დანიშნულებაა, სიცოცხლე ფუჭად არ გაატაროს. მე კი შემიძლია ვთქვა, რომ რამაზის ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია. როდესაც სხვები დროს კარგავდნენ, რამაზი ვარჯიშობდა და ყველაფერს შრომით მიაღწია".
შრომა და ნიჭი, ნიჭი და შრომა - რამაზ შენგელიას ცხოვრება მაგალითია დამწყები ფეხბურთელებისთვის, როგორ უნდა მიაღწიო მწვერვალებს და ემსახურო ქვეყანას.
ადამიანს სხვა დანიშნულება არც აქვს, თუ უნდა, რომ ბოლო გზაზე შენგელიასავით გააცილონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რამაზ შენგელია საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს
დონეცკი რამაზ შენგელიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ დაამწუხრა
თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები: დავკარგეთ გულის ნაწილი