ირაკლი ხუციძე ამერიკაში ლეგიონერებზე ლიმიტის გამო ვერ დარჩა

AutoSharing Option
ირაკლი ხუციძე "კოლამბუსში" არ ითამაშებს, - ეს ამბავი "გაგრას" პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

ამერიკის "მეიჯორ ლიგის" კლუბში გასინჯვაზე მყოფი 21 წლის მცველი საქართველოში ბრუნდება იმის მიუხედავად, რომ სარეზერვო გუნდში კარგად ითამაშა.

"გაგრას" პრესსამსახურის ცნობით, ხუციძე საქართველოში ლეგიონერების ლიმიტის გამო ბრუნდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ირაკლიმ აშშ-ში ძალები იანვარში კიდევ ერთხელ მოსინჯოს.

ხუციძეს თბილისში 30 ივნისს ელიან, ორ დღეში კი გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"გაგრადან" ლიდერები მიდიან
ირაკლი ხუციძე მეიჯორ ლიგაში ითამაშებს?
უკრაინული ინტერესი "გაგრაში" - გიორგი
ტყეშელაშვილი და ირაკლი ხუციძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული