გიორგი ჯანელიძე: ალბათ, ისევ "ვიტ ჯორჯიაში" დავრჩები

AutoSharing Option
მცირე ხნის წინ "ლელო" წერდა, რომ უკრაინის პრემიერლიგის ლუცკის "ვოლინი" "ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძით დაინტერესდა.

შემდეგ ეს ინფორმაცია უკრაინულმა მედიამაც აიტაცა. ინფორმაციას საფუძველი აშკარად ჰქონდა.

ეს გარკვეულწილად საქართველოში ჩამოსულმა "ვოლინის" ახალგაზრდული შემადგენლობის მთავარმა მწვრთნელმა, "გაგრას" ყოფილმა თავკაცმა ანატოლი პისკოვეცმაც დაადასტურა, მაგრამ თემის განვრცობა არ ისურვა.

ახლახან დასრულებულ სეზონში ჯანელიძე "ვიტ ჯორჯიას" ლიდერი იყო და დიდი როლი შეასრულა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახეს: შარშან თემურ ქეცბაიამ მოლდოვის წინააღმდეგ ათამაშა და იქაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მაშინ "ტრანსფერმარკტმა"
გიორგის ტრანსფერი 225 000 ევროდ შეაფასა.

ნაკრების კანდიდატი თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღებას გაცილებით ნაკლებ თანხად იმედოვნებდა. ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკი იყო 100-იდან 140 ათას დოლარზე.

მაგრამ ვეტერინართა 22 წლის კაპიტანი დღემდე "ვიტ ჯორჯიაშია":

"წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება. "ვოლინთან" პირადად მოლაპარაკება არ მქონია, მაგრამ რადგან იყო ინფორმაცია, ესე იგი, ინტერესი არსებობდა.

ფაქტია, რომ არავინ დამკავშირებია.

"ვიტ ჯორჯიასთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება და ახალ სეზონში, ალბათ, ისევ ამ გუნდში დავრჩები"
.

გიორგი ჯანელიძე: ალბათ, დავრჩები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჯანელიძე: იმედი მაქვს, "ვიტ ჯორჯია" ჩემში მილიონებს არ მოითხოვს
გიორგი ჯანელიძე: არ მეგონა თემურ ქეცბაია ყურადღებას ასე მალე თუ მომაქცევდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული