შოთა გრიგალაშვილიც გორის "დილაში"?

AutoSharing Option
"ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელი გახდა.

ამ ცოტა ხნის წინათ "ლელო" წერდა, რომ გრიგალაშვილით ვლადიკავკაზის "ალანია" დაინტერესდა. უფრო რეალური უკრაინულ პრემიერლიგაში გადასვლა იყო, თბილისის "დინამოში" თამაში კი თავად იუარა.

1 ივლისს შევიტყვეთ, რომ გორის "დილა" საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა ერთი კვირის წინათ "დილა" ამ ამბავს კატეგორიულად უარყოფდა.

ბოლო ინფორმაციით, გრიგალაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა და კარიერის გაგრძელებას იქაური პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბში იმედოვნებდა. თუ ეს ვარიანტი არ
გამოვიდა, მაშინ "დილაში" ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოთა გრიგალაშვილი: თბილისის "დინამოში" არ გადავდივარ!
შოთა გრიგალაშვილით რუსული და უკრაინული გუნდები ინტერესდებიან
მკითხველის კომენტარები / 1 /
დილაში არ ჩAმოხვიდე . ზესტაფონლე ფანებს მაგრად აწყენინებ თვითონაც იცი რო მანდ თუ გადახვალ ზესტაფონში იმ პატივისცემას დაკრგავვვვ
irakli1805
13:16 02-07-2012
0

სიახლეები პოპულარული