დუშან უჰრინის პირველი უხვგოლიანი გამარჯვება თბილისის "დინამოში"

AutoSharing Option
ახალი მწვრთნელის, დუშან უჰრინის ხელმძღვანელობით, თბილისის "დინამომ" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ცხინვალის "სპარტაკს"- 7:0 მოუგო.

"დინამოს" დაუბრუნდა კონსტანტინე გაბაშვილი, რომელსაც პირველ ლიგაში გავარდნილ "სპარტაკთან" იჯარის ვადა დაუსრულდა. "დინამოდან" ცხინვალელთა კლუბში განათხოვრებული მეორე მოთამაშე ლაშა ჩაფიძე კი ამჟამად რუსთავის "მეტალურგში" ემზადება.

ამ საკონტროლო მატჩში ანგარიში "სპარტაკის" მცველის ავტოგოლით გაიხსნა, რასაც პირველ ნახევარში ყოფილი კლუბის კარში გაბაშვილის, შემდეგ კი ჩისკოს გოლები მოჰყვა. მეორე ტაიმში კი გოლები ნიკა კვეკვესკირმა (2), ალბერტ იაგუემ და გიორგი მერებაშვილმა გაიტანეს.

"დინამო": ლორია -
სეთურიძე, პოლაკი, რეხვიაშვილი, კიზიტო -რობერტინიო, ალვარო, პაპავა, ხმალაძე - ჩისკო, გაბაშვილი
მეორე ტაიმი: ზარქუა - ტვილდიანი, კვეკვესკირი, გველესიანი, გლიშიჩი - კოტო, ძარია, ჯიღაური, თარხნიშვილი - მერებაშვილი, იაგუე.

თბილისელთა პრესსამსახურის ცნობით, გასინჯვაზე მყოფმა ბრაზილიელმა ფორვარდმა ეუდისმა მთავარი მწვრთნელის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და გუნდი დატოვა.

გასეირნება სპარტაკთან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სანამ რომან ფიფია იქნება დინამოს ხელმძღვანელი დინამო ვერასდროს ვერ დაიკავებს პირველ ან თუ გინდაც მეორე ადგილს, ასე რომ სულ ტყუილად უხარია მაგ უვიცს!
lasha
23:05 02-07-2012
0
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხინვალის სპარტაკი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს და ახლა გუნდში ახალბედები, დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები არია, ვფიქრობ, დინამოს სიხარული და გამარჯვება ნადრევია, სამწუხაროდ!
messi
15:00 02-07-2012
0

სიახლეები პოპულარული