"გაგრა" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს "დაუმეგობრდა"

AutoSharing Option
კახა კაჭარავას გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პირველ ლიგაში დაქვეითებულ "გაგრასთან" ხუთ დღეში სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

შეიძლება ითქვას, რომ სამივე შემთხვევაში "გაგრას" სამი სხვადასხვა ნაკრები დაუპირისპირდა, რადგან კაჭარავა ამჟამად სელექციას აწარმოებს, ფეხბურთელებს აკვირდება და შემადგენლობას მუდმივად ცვლიდა.

იგივე ხდება "გაგრაშიც", სადაც მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე ახალ გუნდს აყალიბებს.

"გაგრამ" სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა: პირველში მეტოქეს 4:1 სძლია, მეორეში - 5:0. ყველაზე მეტი გოლი 6 ივლისს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტ "ბასაზე" გამართულ მესამე მატჩში გავიდა. ამჯერად გაგრელებმა ახალგაზრდა მეტოქეებს 5:3 მოუგეს.

აღსანიშნავია,
რომ მოედანს დაუბრუნდა და "გაგრაში" აგრძელებს თამაშს გუნდის კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილი, რომელმაც დასრულებულ სეზონში გორის "დილასთან" განმეორებით სათასო შეხვედრაში მხარი იტკინა და ოპერაცია გაიკეთა.

"გაგრას" ცენტრალურმა მცველმა 19-წლამდელებს მესამე მატჩში საჯარიმო დარტყმით ძალზედ ეფექტური გოლი გაუტანა - სტანდარტი დაახლოებით 35 მეტრიდან შეასრულა.

ისიც სათქმელია, რომ 19-წლამდელთა ნაკრებში გაგრელთა ცენტრალური მცველი, გიორგი გადრანი ისინჯებოდა.

"გაგრა" სეზონისთვის მზადებას განაგრძობს და უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: "მერანის" სტადიონზე თსუ-ს შეხვდება, 10 ივლისს იქვე ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს, 14 ივლისს თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, ხოლო 16 ივლისს ცხინვალის "სპარტაკს" სამედიცინო უნივერსიტეტში "ბენდელას" სტადიონზე შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაჭარავას რა მაგარი ნაკრები ქონია. სამი თამაშიდან სამივე წააგო და თან რამხელა სხვაობით. საინტერესოა რის მიხედვით შეარჩია ფეხბურთელები! სირცხვილია
messi
03:50 10-07-2012
0
როსტიაშვილი ისევ გაგრაშია თუ გადავიდა რომელიმე გუნდში? რატომ არ ჩანს არსად?
messi
03:47 10-07-2012
0

სიახლეები პოპულარული