გია კვარაცხელია თბილისის "დინამოში" მიდის, გიორგი თექთურმანიძე - ირკვევა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" 9 ივლისს ბაკურიანიდან დაბრუნდა და სეზონისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე გააგრძელებს. 15-29 ივლისს კი უმცროსმა დუშან უჰრინმა მეორე მოსამზადებელი ეტაპი სლოვენიაში დაგეგმა.

ცნობილია, რომ "დინამომ" რუსთავის "მეტალურგიდან" მარჯვენა მცველი გიორგი სეთურიძე დაიმატა. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისურ კლუბში დაბრუნებულ "მეტალურგის" ყოფილ მმართველ დირექტორს, ბუბა ტყავაძეს "დინამოს" გაძლიერება კიდევ რამდენიმე რუსთაველით სურდა.

ლაპარაკი იყო რამდენიმე შესაძლო ტრანსფერზე - ცენტრალურ მცველ გია კვარაცხელიაზე, ორ საყრდენ ნახევარმცველზე: ლუკა რაზმაძესა
და საქართველოს ნაკრების კანდიდატ ირაკლი მაისურაძეზე, ფლანგის შემტევ რევაზ გეწაძეზე, გიორგი თექთურმანიძესა და თავდამსხმელ დიმიტრი ტატანაშვილზე.

რუსთავის "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა "ლელოსთან" ორიოდე დღის წინ თქვა, რომ კვარაცხელიასა და თექთურმანიძეს თბილისის "დინამოდან" იჯარა მართლაც დაუსრულდათ და შესაძლოა, უკან დაბრუნება მოუწიოთო.

9 ივლისს კი რუსთაველთა კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გადაწყვეტილი ამბავი გვითხრა: ევროპის ლიგის მატჩების დასრულების შემდეგ კვარაცხელია თბილისურ კლუბს დაუბრუნდება, თექთურმანიძის საკითხი კი ჯერაც წყდება. 21 წლის პლეიმეიკერი ჟორჟიკაშვილის გაზრდილია, მისი ეიმედება და იჯარის გაგრძელებით დაინტერესებული ამიტომაც არის.

სამაგიეროდ, ყველა დანარჩენი "მეტალურგში" დარჩება. არადა, "დინამოს" გულშემატკივრებს გეწაძისა და დიმიტრი ტატანაშვილის საკითხი გადაწყვეტილი ეგონათ, მაგრამ რუსთავური კლუბის ახალმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი სააკაძემ შემადგენლობის შენარჩუნება გადაწყვიტა.

კვარაცხელია - "დინამოში", თექთურმანიძე ირკვევა, დანარჩენები რჩებიან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სკანდალი: თბილისის "დინამომ" სოსო გრიშიკაშვილი განგრენისთვის გაიმეტა
თბილისის "დინამოს" განცხადება სოსო გრიშიკაშვილთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტა არ გადავიდეს მეც ეგ მინდა იმიტომ რომ რუსთავში უფრო ათამაშდა და კარგადაც გამოიყურება
irakli
18:19 10-07-2012
0
ეს ფეხბურთელები ხო იყვნენ უკვე დიდამოში და რა გააკეთეს, ეხლა რა ფრთები ამოუვიდათ ოლიმპში
beso
16:25 10-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული