ლევანი 24 ნოემბერს, დიღმის ბაზაზე ვარჯიშისას მძიმედ დაშავდა. დიაგნოზი - მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა.
კაკუბავას გასული სეზონის მთელი მეორე, დასკვნითი ეტაპი გაუცდა. დღეს იგი ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით, როგორც გუნდის სრულფასოვანი წევრი, დიდი მონდომებით ემზადება.
"მძიმე პერიოდი გადავიტანე. ფეხბურთის გარეშე ძალიან გამიჭირდა. თავიდან საერთოდ ყავარჯნებით მომიწია სიარული, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დღეს უკვე, მზადების პირველივე დღიდან, ჩვეულებრივად ვვარჯიშობ.
საბედნიეროდ, არც ტკივილებს ვუჩივი,
მიუხედავად იმისა, რომ რთული სეზონი გველის, ყველანი იმედიანად ვართ. ახალი მწვრთნელი ახალ გუნდს აშენებს და ვფიქრობ, სეზონის სტარტს საუკეთესო ფორმაში შევხვდებით და "დინამოს" შესაბამის ფეხბურთს და შედეგს ვაჩვენებთ", - თქვა კაკუბავამ.
fcdinamo.ge