ოთარ ხიზანეიშვილი ისევ დინამოელია

AutoSharing Option
დასრულებული სეზონის შემდეგ ოთარ ხიზანეიშვილი თბილისის "დინამოს" დაშორდა: თბილისელთა გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა გუნდის თავკაცთა გადაწყვეტილება, რომ საკმაოდ კარგი თამაშის მიუხედავად, გამოცდილი მცველისთვის კონტრაქტი აღარ გაეხანგრძლივებინათ.

თუმცა, როგორც გაირკვა, თბილისის "დინამოსა" და გამოცდილ მცველს შორის ახალი ხელშეკრულება დაიდო და ახლა უკვე დარწმუნებით შეგვიძლია თქმა, რომ ხიზანეიშვილი დინამოელია. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე კი ფეხბურთელის კომენტარი გამოქვეყნდა. მოვუსმინოთ ხიზანეიშვილს:

"მოხარული ვარ, რომ კვლავ "დინამოს" მაისურით ვითამაშებ. საქართველოში სხვა გუნდში არც მითამაშია - ეს ჩემი ოჯახია.

კლუბთან არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს დასრულდა, ახალი ხელშეკრულების გაფორმ
ებამდე
კი გარკვეული დრო იყო საჭირო.

ამ პერიოდში სხვა გუნდებმაც გამოიჩინეს ინტერესი. რა თქმა უნდა, "დინამოში მერჩივნა". ეს გარემო ჩემთვის კარგადაა ნაცნობი - დიღმის ბაზა, მშობლიური სტადიონი - აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი
პატივია.

მოხარული ვარ, რომ კვლავ "დინამოს" მაისურით მომიწევს თამაში. სულს და გულს ჩავდებ თითოეულ მატჩში და ვეცდები, "დინამოს" წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანო".


ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" ოთარ ხიზანეიშვილს დაბრუნება შესთავაზა?
ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოსგან" ამას არ ველოდი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული