თავისუფალი თემა: როგორ დავაშტეროთ მშობელი

AutoSharing Option
ყველა მშობელს საკუთარი შვილი უნუჭიერესი ჰგონია, ეს მშობლის თვისებაა, რომელზეც ხელის მოთმობა შეიძლება.

ყველა მშობელს ადვილი ჰგონია საკუთარი უნიჭიერესი შვილის უცხოურ კლუბში მოწყობა - ესეც თვისებაა და ამაზეც შეიძლება ხელის მოთბობა.

ყველა მშობელს პულსი მაღლა უწევს, როცა მავანი ეტყვის, ეს რა ნიჭიერი შვილი გყოლია, აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა გავუშვათო.

ყველა მშობელი შვილზე კომერციულ გათვლას აკეთებს, რადგან ფეხბურში დიდი ფული ტრიალებს და ამაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევს.

ყველა მშობელს ჰგონია, რომ მისი შვილი დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

ამ ყოველივეს კი მოწესრიგება, დალაგება და
დროული მოქმედება ჭირდება - აქ უკვე ყველაფერი აგენტის ან აგენტობას რომ იბრალებს იმ ხალხის მარიფათზეა დამოკიდებული.

აგენტის ინსტიტუტი აუცილებელია, ამ პროფესიას ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია. როცა ფეხბურთელი აგენტს აიყვანს, ის უგვარებს მას მნიშვნელოვან საკითხებს - იცას მის ინტერესებს, თუ კლუბის გამოცვლა გახდა საჭირო, ეხმარება ამაში, კონტრაქტის ყველა დეტალს ფილტრავს და ფეხბურთელს ცხოვრებას უადვილებს.

მოთამაშემ აგენტთან საქმე რომ დაიჭიროს, მას კარგად უნდა იცნობდეს, მის რეპუტაციაში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს.

ჩვენთან და ალბათ არა მარტო, ზოგჯერ ყველაფერი სხვანაირად ტრიალდება. ფეხბურთელს კი არ აჰყავს აგენტი, არამედ ხშირად პირიქით ხდება, რის შედეგადაც კლუბთან კონტრაქტის გაფორმებისას აგენტს უფრო მეტი ფული რჩება, ვიდრე ფეხბურთელს.

გამოჩნდა საინტერესო ბავში ჭაბუკთა ან ელიტლიგაში, ან სულაც უფრო დაბალი რანგის ტურნირში და აგენტიც მუშაობას იწყებს. აქ მთავარია მშობელს მიუდგე ოსტატურად და როგორმე ხელი მოაწერინო მასთან თანამშრომლობაზე.

მოკლედ, უკაცრავად და, თუ მშობელი ადვილად დაგოიმდა, ადვილადვე აწერს ან შვილს აწერინებს კონტრაქტს ხელს აგენტთან. დამწყები ფეხბურთელი ერთ-ერთ ქართულ გუნდს მოეწონა, ჩვენებური კლუბი ბევრს ვერ გადაიხდის, შეუძლია აანაზღაუროს საფეხბურთო სკოლისთვის გასაცემი საკომპენსაციო თანხა, თუ ფეხბურთელი არასრულწლოვანია, მშობლებს დაუნიშნოს ხელფასი, მაგრამ აგენტსაც ხომ უნდა ფული?

აგენტი ზოგჯერ ათეულ ათასობით დოლარს ითხოვს კლუბისგან. კლუბს შეუძლია, რომ ამის შესახებ ფეხბურთელის მშობელს უთხრას, მაგრამ ამით აგენტს მოიმდურებს, მშობლისთვის კი აგენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კლუბი, რადგამ აგენტი მშობელს რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, ზოგს რეალურს და ზოგს - არარეალურს. მშობელი მაინც აგენტის მხარეს იჭერს და საქმეც ზოგჯერ იფუშება.

აგენტის ლოგიკა გასაგებია - დღეს თუ ეს ფეხბურთელი დავუშვათ, 30 000 დოლარი უჯდება კლუბს, ხვალ მისი გაყიდვა ათი ამდენად გახდება შესაძლებელი. ქართველი ფეხბურთელიბის გაყიდვა უცხოეთში ძნელია, რადგან ჩვენს კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებს კარგი შედეგები არ აქვთ.

ასაკობრივ ნაკრებებში თავგამოჩენილ ფეხბურთელებს კი ხშირად ისეთ ფასს ადებენ, მშობელს აზრადაც რომ ვერ მოუვა. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, მადა დიდი რომ არ აქვთ, მაგრამ მეტწილად სხვანაირად ხდება.

ისეც კი მომხდარა, კლუბი ფეხბურთელს წინადადებით რომ მიმართავს, მოთამაშე ან მისი მშობელი ეტყვის, აგენტი არ გვყავსო, მაგრამ მეორე თუ მესამე დღეს გაირკვევა, რომ ფეხბურთელს თურმე აგენტი ჰყოლია. ანუ, კლუბიდან წინადადებას რომ მიიღებს ფეხბურთელის მხარე, მერე გაიკითხ-გამოიკითხავს სიტუაციას და აგენტიც გამოჩნდება, რომელიც ეტყვის, რომ კლუბი ოხერია, კაბალურ პირობებს შემოგთავაზებთ, ამიტომ ჯობია, რომ თქვენს შვილს პატრონი აგენტის სახითაც ჰყავდეს, რომელიც მის საქმეებს კარგად წაიყვანს.

აგენტიანი ფეხბურთელი კლუბის ხარჯებს ზრდის, მაგრამ მშობელი მაინც აგენტის მხარესაა.

თუ აგენტმა გამოუძებნა 17-18 წლის ფეხბურთელს კარგი გუნდი, თქმა რად უნდა, კარგ საქმეს უკეთებს მას.

ოღონდაც ამ ასაკში ფეხბურთელის უცხოეთში გაშვება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული - სხვა გარემო, სხვა სიტუაცია, ენობრივი ბარიერი...სამაგიეროდ, კარგი მოედნები, კარგი პერსპექტივა, კარგი მწვრთნელები....ერთი სიტყვით, აქ უკვე ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული.

ზოგჯერ აგენტი ახლაგაზრდა ფეხბურთელის ასაკის გადაკეთებას ცდილობს, 18 წლის მოთამაშეს 16 წლისად შეასაღებს მდიდარ რუსულ კლუბს - ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა მხარე კმაყოფილია, ოღონდაც თინეიჯერ ფეხბურთელს აქედანვე აჩვევენ თაღლითობას.

რაც დრო გადის, აგენტის ინსტიტუტი საქართველოში იხვეწება და მშობელი თუ ახლაგზარდა ფეხბურთელი ძნელად მოსატყუებელი ხდება.

თითქმის დინოზავრებივით გადაშენდნენ ისეთი მწვრთნელებიც, თავს ახალგაზრდა ფეხბურთელის პატრონად რომ ასაღებდნენ და მოთამაშის კლუბში ტრანსფერიდან ფულს შოულობდნენ. ბავშვების მწვვრთნელს თვეში 300-400 ლარი რომ აქვს ჯამაგირი, ცხადია, რომ ის ამის გაკეთებას ცდილობს, ასეთ მწვრთნელებს არარერთხელ გაუმართლათ ფულის შოვნაში, მაგრამ დღეს უკვე ძალიან გაძნელდა ასეთი ჰონორარის მონაგრება - მშობლები თანდათან გამოდიან დაშტერების ფაზიდან.

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები - ზოგჯერ ისინიც ჩარეულან ფეხბურთელების ტრანსფერებში და ასედაც უშოვიათ ფული, თავიანთი თანამდებობა გამოუყენებიათ საამისოდ.

ერთ დროს გაქნილად მუშაობდა ქართველების არხი რუსეთში, ფეხბურთელები ამ აგენტს აგენტად კი არა, თავიანთ მეგობრად, ხშირად ოჯახის წევრადაც კი მოიხსენიებდნენ.

რუსეთში ცოტა ხნის წინათ, შედარებით ადვილი იყო ყველაფერი - აგენტი მწვრთნელთან იჭერდა საქმეს, მწვრთნელი კლუბის პრეზიდენტს არწმუნებდა, ეს ფეხბურთელი გვჭირდებაო, ტრანსფერის გაჩარხვის შემდეგ აგენტი ფულს მწვრთნელსაც უყოფდა.

ეს აგენტი იმდენად შორს წავიდა, რომ ჟურნალისტებიც ჩასვა სინდიკატში, ტურის სიმბოლურში მისი ფეხბურთელის მოსახვედრად ფულს არ იშურებდა. ასეთ აგენტთან რეფორმატორულ საქართველოში ქვეყნის მეორე პირსაც კი დაუჭერია საქმე.

ამ წერილში ვერ ვასახელებთ კონკრეტულ გვარებს, რადგან ჩვენი პროფესია ამის საშუალებას არ გვაძლევს - ჟურნალისტური მტკიცებულებების მოპოვება ასეთ ფაქტებზე თითქმის შეუძლებელია, ოღონდაც საფეხბურთო სამყაროში თითქმის ყველამ თითქმის ყველაფერი კარგად იცის, მშობლებმა და დამწყებმა ფეხბურთელებმა კი - არა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია, თემა რო წამოწიეთ: მწვავეა და აქტუალური. გეთანხმებით თითქმის ყველაფერში, ოღონდ, ისიც უნდა ითქვას, რომ კლუბები უცოდინარი მწვრთნელ-სელექციონერ-მენეჯერებით როა სავსე და ტალანტის ამოცნობა დროზე რო არ შეუძლიათ, ესეც ხელს უწყობს ამ ვითომაგენტების საქმიანობას და
უცხოეთში ნაკრების შედეგების გამო კი არ გაძნელდა სათამაშოდ წასვლა, არამედ იმიტომ, რო ევროსტანდარტის ფეხბურთელები აქ ვერ იზრდებიან.
დუდუ
20:23 15-07-2012
0
ჯუღელი მეცნო სტატიის ბოლოს თუ მეშლება? :)))))))
shota173
14:16 15-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული