ფოთის "კოლხეთში" გიორგი კრასოვსკის დაბრუნებას ელიან

AutoSharing Option
მომავალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს ფოთის "კოლხეთი" და სატრანსფერო პოლიტიკასაც ახორციელებს.

"კოლხეთში" გორის "დილადან" დაბრუნდა ნახევარმცველი დავით მეგრელიშვილი. ქართლელებმა ის იჯარით გაუშვეს ზღვისპირეთში.

"კოლხეთის" ნახევარდაცვას "გაგრადან" მიხეილ კობერიძეც შეუერთდება, ხოლო ლანჩხუთის "გურიადან" - თორნიკე მოსიაშვილი და მცველი ზვიად ჩხეტიანი.

"კოლხეთი" ამაზე არ ჩერდება და ქუთაისის "ტორპედოდან" ცენტრალური მცველის, თემურ ფარულავას გადმობირებაც სურს. შესაძლოა, ფოთელები "გაგრას" ცენტრალური მცველით, გიორგი ტყეშელაშვილითაც გაძლიერდნენ.

სომხური "განძასარიდან" ზღვისპირელები "კოლხეთის" ყოფილ შუახაზელ, გიორგი კრასოვსკისაც ელოდებიან.

ფოთის "კოლხეთშია" გასინჯვაზე პირველი ლიგის სტუ-ს შემტევი ავთანდილ ბაგაშვილი. ეს თავდამსხმელი პირველ
ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ვნახოთ, როგორ გამოიყენებს კოლხურ შანსს.

გასულ უქმეებზე "კოლხეთი" "ზუგდიდს" ეთამაშა და 0:3 დამარცხდა. ზუგდიდელთაგან გოლები ლევან კუტალიამ, როინ ონიანმა და ლაშა კუკავამ გაიტანეს.

კოლხეთი: ა. მიქაბერიძე, გ. კილასონია, ცხვიტარია, იობაშვილი, გაბუნია, გოგონაია, პ. დათუნაიშვილი, ქებაძე, ცხადაია, პავლიაშვილი, კვანტალიანი.
მეორე ტაიმში: ხარშილაძე, ზ. ჩხეტიანი, ბარამიძე, ხაჭიპერაძე, მეგრელიშვილი, წაბრია, ხომასურიძე, მოსიაშვილი, ბაგაშვილი, კობერიძე, წიქარიშვილი, ბუხაიძე.

ზუგდიდი: ძაგანია, ფოფხაძე, აფაქიძე, ს. თოდუა, აკობია, რ. ონიანი, კუტალია, დ. ბოლქვაძე, კოშკაძე, წურწუმია, გაბედავა.
მეორე ტაიმში: ნადირაშვილი, კანკია, აქუბარდია, ბოიომო, ქვარცხავა, ნ. შონია, ფარჯიკია, ჯანაშია, ეხვაია, შ. ლომია, კუკავა.

19 ივლისს "კოლხეთი" საჩხერის "ჩიხურას" შეხვდება, 21 ივლისს ლანჩხუთის "გურიას", 23 ივლისს ურეკში წავა შეკრებაზე, სადაც ერთ-ერთ აზერბაიჯანულ გუნდს და ბოლნისის "სიონს" ეთამაშება. შესაძლოა, ქუთაისის "ტორპედოსაც" გაეჯიბროს.

კრასოვსკის ფოთში ისევ ელიან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული