თბილისის "დინამოს" სლოვენიური შეკრების სავარაუდო მეტოქეები

AutoSharing Option
დინამოელები მოსამზადებელ ეტაპზე ხუთ სპარინგს გამართავენ. სლოვენიურ შეკრებაზე გუნდი პირველ მატჩს 18 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე სერბულ "ბორჩასთან" გამართავს, რომელმაც გასულ სეზონში სუპერლიგაში მეთორმეტე ადგილი დაიკავა.

20 ივლისს დინამოელები მორიგ, რიგით მეორე, სპარინგშეხვედრას პოლონეთის "იაგელონიასთან" ჩაატარებენ.

23 ივლისს გრაცში, არნოლდ შვარცნეგერის სახელობის არენაზე, "დინამო" თურქული საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, სუპერლიგის 18-გზის ჩემპიონს, თურქეთის თასის ხუთგზის მფლობელსა და სუპერთასის გამარჯვებულ "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ფენერბაჰჩე" 21 ივლისს "ნიუკასლ იუნაიტედს" გაეჯიბრება,
"დინამოსთან" კი შეკრების ბოლოსწინა შეხვედრას გამართავს.

26 ივლისს დინამოელები კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ჩაატარებენ - მეტოქე ბულგარეთის მეათეადგილოსანი "ბეროე სტარა ზაგორა" იქნება.

28 ივლისს თბილისელები სლოვენიური შეკრების დასკვნით მატჩს პოლონეთის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, ექსტრაკლასის თოთხმეტგზის ჩემპიონთან და პოლონეთის თასის ექვსგზის მფლობელთან, "ზაბჟეს გურნიკთან" გამართავენ.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული