პირველ ეტაპზე "მეტალურმა" ალბანურ "ტეუტას" ორი მატჩის ჯამში 9:1 მოუგო და სულ სხვა დონის მოწინააღმდეგესთან მოუწევს პაექრობა.
შეგახსენებთ, რომ "ტეუტასთან" მატჩების შემდეგ ცენტრალური მცველი გია კვარაცხელია და შემტევი გიორგი თექთურმანიძე "დინამო თბილისს" დაუბრუნდნენ, ისინი რუსთავურ კლუბში იჯარით იყვნენ.
"მეტალურგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა - მცველი ლექსო ინწკირველი და თავდამსხმელი დავით ჯანელიძე -
ბოლო საკონტროლო მატჩი "პლზენმა" რამდენიმე დღის წინ გამართა ავსტრიულ შეკრებაზე მოსკოვის "სპარტაკთან" და 1:2 წააგო.
სპარტაკელმა ჯანო ანანიძემ იმ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩეხებიდან გოლი 37 წლის ნახევარმცველმა პაველ ხორვატმა გაიტანა.
"პლზენს" "სპარტაკთან" ფრე შეეძლო, მაგრამ სლოვაკმა თავდამსხმელმა მარეკ ბაკოშმა მატჩის მიწურულს 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.
რუსთაველებს ახალწვეულები განაცხადში ჰყავთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძემ ჩეხური "პლზენის" დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა
კობა ჟორჟიკაშვილი: "პლზენი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ...
დიმიტრი ტატანაშვილი: წინ რთული მატჩები გველის
გიორგი თექთურმანიძე: იმედია, შემდეგ მატჩში მეტი გულშემატკივარი გვეყოლება
მეტალურგი-ტეუტა 6:1 (პირველი მატჩი 3:0) - აბა, ახლა "პლზენი" გამოუშვით!