კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები ძლიერ მეტოქესთან ვერას გახდნენ და 1:3 დამარცხდნენ.
რუსთაველებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყეს:
ბედიაშვილი, სუხიაშვილი, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, მაისურაძე, რაზმაძე, ქავთარაძე, გეწაძე, მიქაბერიძე, ტატანაშვილი.
შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რუსთაველთა კართან შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ გოლიც გაიტანეს. მე-14 წუთზე, ხორვატის დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, რუსთაველთა მეკარე უძლური აღმოჩნდა.
29-ე წუთზე ჩეხ მცველთა შეცდომით ისარგებლა დიმიტრი ტატანაშვილმა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასულმა
პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
მეორე ტაიმის 59-ე წუთზე ჩეხების კაპიტანმა ხორვატმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობაც ორ ბურთამდე გაზარდა.
შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. რუსთაველებს ორიოდე სახიფათო მომენტი კი ჰქონდათ, მაგრამ სტუმართა მცველები საიმედოდ მოქმედებდნენ და მეკარე ბოლეკიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
ერთ ეპიზოდში "მეტალურგის" ფეხბურთელები "ვიქტორიას" მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა.
განმეორებითი შეხვედრა, რომელსაც "მეტალურგისთვის", ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობაღა ექნება, პლზენში 26 ივლისს გაიმართება.
საფეხბურთო სკოლაში ყოველწლიურად გასავლელია პროგრამა (ტექნიკა, ტაქტიკა, ფიზმომზადება...) და ვინც ვერ ითვისებს, ის შემდეგ კლასში ვერ გადადის. ამას ქვია სწავლა, რაც აქ ს ა ე რ თ ო დ არ ხდება.
აიჩემებენ რაღაცს, რო ხან უკან პასი გვღუპავს და ხან ინდივიდუალისტებს ბურთის ტარებას უკრძალავენ და ხან მოგებას არ ასწავლიან და ა. შ.
ჟორჟიკაშვილმა სწორი თქვა: ბავშვების ინდივიდუალური აღზრდა (ანუ, თითოეულის ფეხბურთელად აღზრდა) უნდა იყოს სკოლაში მიზანი, და არა _ რომელიმე ტურნირის მოგება.