მასპინძლებმა სტუმრებს მხოლოდ საწყისი 60 წუთის განმავლობაში გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა, რის შემდეგაც ქვემოქართლელთა უპირატესობა აშკარა გახდა და შედეგშიც აისახა.
"სიონი" შეკრებაზე ურეკში მიემგზავრება, სადაც 4-5 ტესტ-მატჩს გამართავს.
რაც შეეხება ბოლნისელთა ახალწვეულებს, კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ, მაგრამ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "სიონის" ღირსებას დაიცავენ რეზო ჯიქია, გელა ხუბუა, სერგი ორბელაძე და გიორგი მანწკავა.
აქედან "სიონში" არასდროს უთამაშია მანწკავას, დანარჩენები კი ქვემოქართლურ კლუბში არცთუ ხანგრძლივი განშორების შემდეგ ბრუნდებიან.
საკონტროლო მატჩი.
გაგრა-სიონი 2:5
გოლები: 0:1 ხუბუა (20), 1:1 ჭკუასელი (50), 2:1 ნადირაძე (55. პენ.), 2:2 უგულავა (60), 2:3 უგულავა (62), 2:4 ქუცურუა (70), 2:5 გაბრიჭიძე (73)
გაგრა: ბეგაშვილი, ნადირაძე, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია, ხოჯაშვილი, ტეიდი, ზვიადაძე, ჭკუასელი, ყიფიანი, ივანიშვილი, ვოლკოვი.
შეცვლაზე შევიდნენ: ჯიშკარიანი, ერისთავი, როსტიაშვილი, სიჭინავა, მეტრეველი.
სიონი: ბობღიაშვილი, ორბელაძე, სვანიძე, ქემოკლიძე, ხუბუა, ჯოჯუა, ჭედია, მანწკავა, ფეიქრიშვილი, რეხვიაშვილი, რ. ჯიქია.
შეცვლაზე შევიდნენ: კიკაბიძე, ლობჟანიძე, უგულავა, ქუცურუა, ისიანი, გაბრიჭიძე, გ. ოქროპირიძე, ნემსაძე.
არბიტრი: ო. ხეცაძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"