გორის "დილა" დანიაში გულშემატკივრების დაკავებას უარყოფს

AutoSharing Option
გორის "დილა" დანიაში კლუბის გულშემატკივრების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საფეხბურთო კლუბის პრესატაშემ, ზურაბ კარტოზიამ განუცხადა, გულშემატკივრების მაისურების მოპარვის გამო დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სასაცილოა.

"გაკვირვებულები ვართ ამ ინფორმაციით. ისეთი რაღაცეები წერია, სასაცილოა. არაფერი არ ყოფილა, ჯგუფი წავიდა და დაბრუნდა ჩვეულებრივად" - აღნიშნა კარტოზიამ.

მისივე თქმით, არავინ იცის, ვინ არის ვინმე გიორგობიანი, რომლის დაკავების შესახებაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იუწყება.

საინფორმაციო პორტალის ცნობით, 19 ივლისს დანიაში "დილას" საგულშემატკივროდ სულ 47 ადამიანი გაემგზავრა. მათ შორის იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. მატჩის შემდეგ საქართველოში დელეგაცია სამი კაცით ნაკლები შემადგენლობით დაბრუნდა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ორი მათგანი, რომელთაგან ერთი გვარად გიორგობიანია, მაისურებისა და ქამრის მოპარვის გამო დააკავეს და დაკითხვის შემდეგ შესაბამისი ჯარიმა დააკისრეს.

ქურდობისთვის დაჯარიმებული გულშემატკივრები საქართველოში მოგვიანებით დაბრუნდნენ. რაც შეეხება მესამე მათგანს, როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, ის ორჰუსიდან ფარულად ჩეხეთში გადაფრინდა და ევროპაში დარჩა.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:
გორის "დილას" ქომაგები დანიაში ქურდობისთვის დააკავეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული