24 ივლისიდან "დილა" ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზა "ბასაზე" შეკრებაზე გადავიდა. 25-ში კი თემურ შალამბერიძემ და გია ცეცაძემ გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18 საათზე ავარჯიშეს - შეხვედრაც ზუსტად ამ დროს დაიწყება.
შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი შემოგვთავაზებს.
მოახლოებული შეხვედრისათვის ფეხბურთელები პაპანაქება სიცხეში ემზადებიან. მწვრთნელები და მოთამაშეები კარგად აცნობიერებენ, რომ მიუხედავად პირველი შეხვედრის მოგებისა, განმეორებით მატჩში პირველზე არანაკლები მონდომება სჭირდებათ -
- რა თამაშს დაუპირისპირებთ მეტოქეს?
- იგივეს, როგორიც პირველ მატჩში ვაჩვენეთ. ახლის მოგონებას არ ვაპირებთ და შევეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.
- შემადგენლობას არ შეცვლით?
- ამას ხვალ ნახავთ.
- მეტოქეს როგორ დაახასიათებდით?
- ძლიერი გუნდია და ძალიან რთული თამაში გველის, უფრო რთული, ვიდრე დანიაში. ალბათ, პირველ შეხვედრაში "ორჰუსმა" სათანადოდ არც შეგვაფასა, ახლა კი ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს იცნობენ და სრული მობილიზაციით ითამაშებენ.
- დანიელთა ქართველ ლეგიონერებზე, დავით დევდარიანსა და დავით სხირტლაძეზე რას იტყვით?
- სხირტლაძე ძალიან კარგი თავდამსხმელია, დევდარიანს კი დიდი დრო გაუცდა, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შედის.
- გასაგებია, რომ დანიელებს სიცხეში თამაში უჭირთ, მაგრამ მატჩის დაწყების დროდ 18 საათი რატომ შეარჩიეთ? სიცხეში თამაში ხომ ქართველებსაც არ ეხალისებათ...
- იყო ორი ვარიანტი - უნდა გვეთამაშა 6 საათზე, ან 20:30-ზე. ჩვენ პირველი ვარიანტი ვარჩიეთ.
- "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" თამაშებში თვალშისაცემი იყო საერთაშორისო შეხვედრებში ფეხბურთელთა გამოუცდელობა. ალბათ, ნებისმიერ გუნდში აუცილებელია 3-4 გამოცდილი ფეხბურთელი...
- მხოლოდ ახალგაზრდებზე დაყრდნობა არ შეიძლება, მათ გვერდში გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდებათ. "ზესტაფონს" სწორედ გამოცდილება დააკლდა.
- მართალია, ეს დანიელთა პრობლემაა, მაგრამ მაინც გკითხავთ: რის ხარჯზე შეუძლიათ თამაშის გაძლიერება?
- თავდასხმაში ძალიან ძლიერები არიან და ამიტომ ვცდილობდით, ძალიან უკან არ გვეთამაშა. მათი საყრდენი ნახევარმცველი "ფიორენტინას" ყოფილი მოთამაშე მარტინ იორგენსენია, რომელიც თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა. ჩემი აზრით, "ორჰუსთან" დაცვაში ჯდომა არ შეიძლება.
- დანიაში დაკავებული გულშემატკივრების შესახებ რას გვეტყვით?
- ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და ეს ამბავი მხოლოდ გუშინ გავიგე.
* * *
ლაშა სალუქვაძე, "დილას" კაპიტანი:
- დანიელები ცნობილნი არიან ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებითა და ძალისმიერი თამაშით. მათთან ორთაბრძოლა რთული იყო?
- მათ მაღალი მცველები და თავდამსხმელები ჰყავთ და სტანდარტულებს ძალიან კარგად ასრულებდნენ.
პირველი გოლი სწორედ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ გაგვიტანეს.
მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, რომლებმაც საკუთარ თავში ძალა მოძებნეს და თამაში საჩვენოდ შემოვატრიალეთ.
- დანიაში მოგებამ გუნდი ზედმეტად ხომ არ დაამშვიდა?
- ჯერ საქმე დასამშვიდებლად ნამდვილად არ გვაქვს. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სრულად მობილიზებულებმა უნდა ვითამაშოთ და სულ არა მგონია, რომ დანიაში მოგებით შემდეგ ეტაპზე უკვე გასულები ვართ.
ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
26.07. თბილისი. მ. მესხი. 18:00
დილა(საქართველო) VS ორჰუსი(დანია)
(პირველი მატჩი 2:1)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კახა ალადაშვილი: "ორჰუსთან" საპასუხო მატჩის წინ უფრო მობილიზებულნი ვართ
ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]
დილაო ჰეი, დილაო ჰეი
ბიჭებო წინ
ვიმარჯვებთ ჩვენ.
დილაო ჰეი, დილაო ჰეი
ბიჭებო წინ
ვიმარჯვებთ ჩვენ!!!