ექსკლუზივი - ვალერი გაზაევი: მათე ვაწაძეზე დასაკვირვებლად ჩამოვედი

AutoSharing Option
გორის "დილასა" და დანიური "ორჰუსის" შეხვედრას ბევრი უცხოელი სპეციალისტი დაესწრო.

ერთი მათგანი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვალერი გაზაევი გახლდათ, რომლის ხელმძღვანელობითაც 2005 წელს მოსკოვის ცსკა უეფას თასის მფლობელი გახდა. მის გვერდით 1995 წლის რუსეთის ჩემპიონად აღზევებული "ალანიას" ბევრი ცნობილი წევრი იყო - ვოვა გუცაევი, ომარ თეთრაძე, მურთაზ შელია.

გაზაევი ადრე თბილისის ხშირი სტუმარი გახლდათ, ნახევარი წელი თბილისის "დინამოშიც" ითამაშა, "ალანიაში" მუშაობის დროს კი ვლადიკავკაზური კლუბი ლამის საქართველოს ნაკრების საბაზო კლუბად აქცია.

თუმცა, მოსკოვის ცსკა რომ ჩაიბარა, თანამშრომლობა შეწყდა და მხოლოდ 2011
წელს განაახლა, როდესაც ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტის რანგში დაბრუნდა.

თბილისში ბოლოს 2003 წლის 30 აპრილს გვესტუმრა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდი 1:0 დაამარცხა.

ვალერი გეორგიევიჩს "დილა"-"ორჰუსის" შეხვედრის დასრულებისთანავე გავესაუბრეთ, რადგან შევიტყვეთ, რომ საგანგებოდ მათე ვაწაძეზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა.

მათე მატჩის გმირი გახდა - "ორჰუსს" დუბლი შეუსრულა, ჯამში კი, დანიელთა კარში გატანილი 4 გოლიდან 3 მიითვალა და წესით, გაზაევზე ურიგო შთაბეჭდილება არ უნდა დაეტოვებინა. მაგრამ აჯობებს, "ალანიას" პრეზიდენტის კომენტარს თავად გაეცნოთ.

- თბილისში შემთხვევით არ გვესტუმრებოდით.
- რა თქმა უნდა. მიხარია, დიდი ხნის შემდეგ თბილისში რომ ჩამოვედი, აქ უამრავი მეგობარი მყავს. თანაც, შეხვედრის ნახვაც მსურდა. დასამალიც არაფერია, ერთ მოთამაშეს ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, რა დონის ფეხბურთელია, რეალურად შეუძლია თუ არა "ალანიას" გაძლიერება.

- ვიცით, რომ მათე ვაწაძეს აკვირდებოდით.
- ნუ, ვაკვირდებოდი... გილოცავთ გამარჯვებას.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- როგორი? დუბლი შეასრულა.

- ანუ, მისი ტრანსფერი რეალურია?
- ჯერ ვერაფერს გეტყვით.

- იყო ლაპარაკი ლაშა სალუქვაძისა და გოჩა ხოჯავას გადასვლაზეც.
- სხვას ვერაფერს მოგახსენებთ.

"ალანიაში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი მათე ვაწაძესაც ჩამოვართვით.

- მათე, "ალანიაში" გადასვლა გადაწყვეტილია?
- არ ვიტყვი, რომ არაფერი მსმენია, რაღაც ლაპარაკი არის, მაგრამ პირადად მე არავინ დამლაპარაკებია.

- ისიც გვითხრეს, რომ ერთ-ერთ რესტორანში გაზაევს მოსალაპარაკებლად უნდა შეხვდეთ.
- დიახ, მოლაპარაკება იქნება, მაგრამ მას ჩემი მენეჯერი მამუკა ჯუღელი დაესწრება.

- ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, "ანორთოსისთან" ითამაშებ თუ მანამდე წახვალ?
- შემდეგ ეტაპზე აუცილებლად "დილაში" ვითამაშებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
2 წლის წინ გაზაევი ცხინვალში დაბრძანდებოდა და მოედნებს ხსნიდა. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მასზე არ ვრცელდება????????????????
Nika
30 ივლისი 2012 07:54
0
Burton
შენ რა უნდა მელაპარაკო, გეუბნები რომ ხარ ქარვის ქალების აზროვნების,
ისეთივე დემაგოგი ფეხბურთში, როგორც თავხელიძე.
შენ რომ აქ ხალხს შეურაცხყოფას აყენებ, ეს არაფერია? კი, აუცილებლად გეშინია სახელის თქმის, იმიტომ რომ ღიად ლაპარაკის ვაჟკაცობა არ გაქვს
Giorgi Muxiani
30 ივლისი 2012 02:49
0
Giorgi Muxiani--აი შენ რა უნდა გელაპარაკო? კარგად წაიკითხე ჩემი კომენტარი, სად შევეხე მათეს კაცობას, სპორტული თვალსაზრისით შევაფასე მხოლოდ და შენ აქ რა უფლებით მაყენებ შეურაცხყოფას? ან საიდან მოიტანე, რომ სახელის დაწერის მეშინია? ინტერნეტით ადამიანს რომ შეურაცხყოფას მიაყენებ, უკვე გასაგებია რა კაციც ხარ. მე მეტს აღარაფერს გეტყვი, შენ თვითონ დაა.ვი უკვე საკუთარ თავს.
Burton
29 ივლისი 2012 16:37
0
Burton
არ მოგბეზრდა კარვის ქალის პატრიოტიზმი? მათემ ახლა წამოყო თავი?
მაგარი დილეტანტი ხარ.
ან მათეს კაცობაზე რა უნდა თქვა, საკუთარი სახელით წერის გეშინია - დაუბრუნდი ბუჩქებს!
Giorgi Muxiani
29 ივლისი 2012 12:29
0
რას ელოლიავებით - "ვალერი გიორგევიჩი" არა, ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთის "მაფიოზია". რამდენი თამაში აქვს ნაყიდი და გაყიდული, თვითონაც არ იცის ზუსტად.
uh
28 ივლისი 2012 19:37
0
ამას ძმებო , და თავი ოდნავ ეხლა არ წამოუყვია და .ეხლა არ მიუღწევია მისაღწევარისთვის... წლებია დინამოს ლიდერი იყო და რუსეთშიც საკმარისად ითამაშა . თუ ცოტა ფეხბურთში ჩახედული ხართ , უნდა იცოდეთ ვინ არის მათე... თუ არა და ეს ფსევდო პატრიოტიზმის ნიღაბი ჩამოიშორეთ და იმათ აფუეთ ვინც ფულს არ დებს ქართულ ფეხბურთში და იძულებულს ხდის ქართველ ფეხბურთელებს რუსეტში მოკვდნენ და ჩაიძირონ... რაც შეგეხება შენ გრაფ... ცოტა ბაზარი გაფილტრე და პირად შეურაცყოფას თავი აარიდე ... თორემ მაგ სა-ფუ-არში გაგტენი გამფუებელს
ceazar
28 ივლისი 2012 17:52
0
ეეჰ ძმებო ჩვენი საქმე წასულია... განა რამდენი უნდა გადაუხადოს ალანიამ რომ იქ წავიდეს. ხედავ პატარა ფული ჩნდება აქაც. დარჩი რა, რაღაცას მიაღწიე. ნაკრებიც უფრო ახლოს იქნება და ნორმალური გუნდიც იმ ნაკრების მეშვეობით. ერთი თამაში იტამაშა და გარბის ზვეზდა. ეხლა რუსეთს აალაპარაკებს
Graf
28 ივლისი 2012 16:34
0
ესე ვერასდროს ვერაფერს მივაღწევთ!
ოდნავ თავი წამოყო და უკვე გაქცევაზეა!
კარგი ხელფასი გაქვს, თამაშობ, წინ მიიწევ, ითამაშე სამშობლოში რა, მაინც და მაინც ლეგიონერი უნდა გერქვას?
ვლადიკავკაზის ალანიის დე..ც არ მოვ...ნ?!
Burton
28 ივლისი 2012 16:23
0
ფუ ტქვენი ფულზე დახამებული .... .... მე. ამ,რუსეთშია რომ კვდებით და იძირებით. სკამზე არავინ დაგსვამს ცოტა ხანში. აგერ ყენიას რა გაუკეთეს, ანანიძე და რომელი ერთი ჩამოვთვალო. დაეგდე რა სადაც ხარ და ითამაშე ფეხბურთი. ფუ მართლა რა
Graf
28 ივლისი 2012 16:18
0

სიახლეები პოპულარული