ეს ნახევარმცველი ერთ დროს ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა.
საფეხბურთო საზოგადოებამ განუგრავა თბილისის "ამერიდან" გაიცნო, მერე კი ამ შუახაზელს თითქმის ყველა ნაკრებში ათამაშებდნენ - 19 და 21-წლამდელებში, ეროვნულ ნაკრებში - ეს მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უმცროსი ნოდარ ახალკაცი იყო და ეროვნულ გუნდს გაიოზ დარსაძე თავკაცობდა.
"ამერიდან" განუგრავა"ზესტაფონში" გადავიდა და იქ რამდენიმე მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა სტაბილურობის მიღწევა გაუჭირდა.
"მლადა ბოლესლავი", "დიორი ეტო", "ლომბარდ პაპა"... განუგრავამ
ის მართლაც კარგი მონაცემების მქონე ნახევარმცველია და თუ "მეტალურგთან" მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, განუგრავა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება საქართველოს ჩემპიონატს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"