ქვეყნის პირველი პირის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას სჯერა გორელთა გუნდის მომავალი წარმატების.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
"გორელებმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს ქართული სპორტის გულშემატკივრებს. ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვების შემდეგ საქართველო უკვე გორის "დილამ" ასახელა საერთაშორისო ასპარეზზე.
საფეხბურთო კლუბი გუშინ ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპის ბოლო საფეხურზე გადავიდა და ამ გამარჯვებით ქართული ფეხბურთის აღზევების იმედი დაგვიბრუნა.
მჯერა, რომ ქართლელებისთვის ჩვეული შემართებითა და
ამ წარმატებას ვულოცავ როგორც გუნდს, ისე გორელებს და გამარჯვებებს მონატრებულ ყველა ქართველ გულშემატკივარს. "დილას" კი მხოლოდ შემდგომ წინსვლას ვუსურვებ, წინსვლას, რომელიც დღეს ასე სჭირდება ქვეყანას ყველა საქმეში".
ასევე იხილეთ:
ანორთოსისი-დილა 0:3 - ჯგუფამდე ერთი ნაბიჯიღაა, შეუძლებელი არაფერია! [+VIDEO]