პეტარ შეგრტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვალი არ შეარჩინა

AutoSharing Option
წლების განმავლობაში პეტარ შეგრტი, რომელიც ახლო წარსულში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და დროებით ეროვნულ ნაკრებსაც ედგა სათავეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფინანსურ საკითხებზე ედავებოდა.

კერძოდ, ხორვატი სპეციალისტი სფფ-ს 2008 წელს თანამდებობიდან ვადამდე დათხოვნის გამო კომპენსაციის გასტუმრებას სთხოვდა.

როგორც სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდი გვატყობინებს, ქართულმა მხარემ შეგრტს დავალიანება სრულად გადაუხადა და ამ დავას წერტილი დაესვა.

ცნობისთვის, 46 წლის შეგრტი ამჟამად ინდონეზიაში მოღვაწეობს და იქაური "ბალი დევატას" თავკაცია.

ვალი გასტუმრებულია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული