ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ უახლოეს დღეებში აზერბაიჯანული "ყარაბახის" ფეხბურთელი გახდეს "ზესტაფონის" ლიდერი, საქართველოს გასული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი.
როგორც შევიტყვეთ, მდიდარი აზერბაიჯანული კლუბი "ზესტაფონთან" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი ალბათობით, "ყარაბახის" შეთავაზება კლუბისთვისაც ხელსაყრელი აღმოჩნდება და ფეხბურთელისთვისაც.
დვალის მიმართ
ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება უფრო უპრიანი მაშინ იქნება, ზემოთ ნახსენები ტრანსფერი თუ განხორციელდება, თუმცა ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დვალის დონის ფეხბურთელი აზერბაიჯანში სათამაშოდ არ გვემეტება.
ფაქტია, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის იგი მეტისმეტად "გადამწიფდა", მაგრამ ვფიქრობთ, მას გაცილებით მაღალ დონეზეც შეეძლო წარმატებით თამაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ზესტაფონში" ყველაზე ძვირად როინ კვასხვაძე და ჯაბა დვალი ფასობენ