პორტუგალიური "მარიტიმუ" გორის "დილასთან" მატჩს მოგებით ხვდება

AutoSharing Option
23 აგვისტოს გორის "დილა" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩს სტუმრად პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" ჩაატარებს.

საქართველოს თასის მფლობელისგან განსხვავებით, "მარიტიმუ" ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ შინაურ სარბიელზეც კარგად ასპარეზობს.

18 აგვისტოს პორტუგალიის ჩემპიონატის პირველ ტურში კუნძულელები "რიუ ავეს" ესტუმრნენ და 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე "მარიტიმუს" ბრაზილიელმა მცველმა ჟოაო გილერმემ გაიტანა.

"მარიტიმუმ" ამ შემადგენლობით ითამაშა: სალინი, ბრიგელი, ჟოაო გილერმე, რობერჟი, რუბენი, რაფაელ მირანდა, ჟოაო ლუისი, სემედო (65. დავიდ სიმაო), სამი (81. ადილსონი), ფიდელისი (66. დანილო დიასი), ელდონი.

აღსანიშნავია, რომ "მარიტიმუს" სასტარტო
შემადგენლობაში მხოლოდ სამი პორტუგალიელი იყო, უმრავლესობას კი ოთხი კაცით ბრაზილიელები შეადგენდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-ჩიხურა 2:3 - ეს ევროპა არ არის...
"მარიტიმუ"-"დილას" შეხვედრას ჩეხი არბიტრი განსჯის
უეფამ "ანორთოსისი" დასაჯა - მათე ვაწაძე "მარიტიმუსთან" მატჩს გამოტოვებს
პორტუგალიური "მარიტიმუ" - რა შანსი აქვს გორის "დილას"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული