ფოთელებმა ძველი სახელწოდება - "კოლხეთი 1913" დაიბრუნეს

AutoSharing Option
"კოლხეთი 1913" - ფოთურმა კლუბმა სეზონის დაწყებამდე ხელახალი რეგისტრაცია სწორედ ამ სახელწოდებით გაიარა.

მომავალ წელს "კოლხეთს" საუკუნოვანი იუბილე აქვს და მთელი რიგი საზეიმო ღონისძიებების მოწყობა იგეგმება. შესაძლოა, ეს ღირსშესანიშნავი თარიღი უეფამაც დააფასოს და ჩვენი კლუბი სპეციალური პრიზით დააჯილდოვოს.

უძველესი ქართული სპორტული კლუბი თბილისის "შევარდენი 1906"-ია (გუნდი "სოკოლის" სახელით 1906 წელს ჩამოყალიბდა, 1907 წლის 23 თებერვალს კი თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულომ "კომეტას" სახელით დაარეგისტრირა და გახდა პირველი ოფიციალური გუნდი საქართველოში, რედ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული