თემურ შალამბერიძე: დადებითი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე, გორის "დილა" ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩში სტუმრად პორტუგალიურ "მარიტიმუს" დაუპირისპირდება.

გორელები ამ დაპირისპირების წინ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე იმედოვნებს, რომ დამღლელი მგზავრობის მიუხედავად, მისი გუნდი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას შეძლებს.

"გუნდი ბრძოლისთვის მზად არის და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ექიმებისა და მასაჟისტების დახმარებით, მგზავრობით გადაქანცული ბიჭების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას მოვახერხებთ.

ვფიქრობ, "დილა" ბოლომდე დაიხარჯება და დადებითი შედეგისთვის ბოლომდე იბრძოლებს"
, - თქვა შალამბერიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიტიმუ VS დილა - "მათეგოლი" გვაკლია, მაგრამ განწყობა საბრძოლოა

გიორგი ონიანი: შევეცდებით, უპირატესობა გასვლით მატჩში შევიქმნათ
გიგა ბეჭვაია: ამ ისტორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დავზოგავთ
"მარიტიმუს" მთავარი მწვრთნელი: გორის "დილასთან" მატჩში ფავორიტები არ ვართ
გიორგი კახელიშვილი: გვინდა, ქართველი ხალხი გავახაროთ
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალი ხარ ძმაო
rezo
16:16 23-08-2012
0
ვის არ უხარია ჩვენი საერთო წარმატება?! მაგრამ რა გაატრაკეტ საქმე ამ ტრაბახით, ჯერ მოიგეთ და მერე ერთად ვიამაყოთ. წაიკითხეთ რა მოკრძალებული კომენტარი გააკეთა მარიტიმუს მწვრთნელმა. თქვენ კი უკაცრავად და მართლა შე****ით ტრაბახით. ასე იყო ოლიმპიადაზეც - "დღეს 4 სპორცმენი ასპარეზობს და სულ მცირე 3 მედალს ველით" ან "ამა და ამისგან ოქროზე ნაკლებს არ ველოდებით" ბოლოს კი რა???? ბუს კვერცხები.
Commentarius
11:22 23-08-2012
0

სიახლეები პოპულარული