"დინამო" თბილისში ბაქოს "ინტერს" ესპარინგება

AutoSharing Option
შარშანდელის მსგავსად, ბაქოს "ინტერი" რამდენიმედღიან შეკრებას თბილისში ახლაც გამართავს.

კახა ცხადაძის გუნდი სანაკრებო პაუზას გამოიყენებს, აქ 30 აგვისტოს ჩამოვა და 9 სექტემბრამდე დარჩება. "ინტერი" თბილისში ორ საკონტროლო მატჩს გამართავს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 8 სექტემბერს ბაქოელები, რომელთა ღირსებასაც გიორგი ლომაია, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი, გიორგი ადამია, ბაჩანა ცხადაძე და რევაზ თევდორაძე იცავენ, საკონტროლო მატჩს თბილისის "დინამოსთან" ჩაატარებენ.

მანამდე კი, სავარაუდოდ, 4 სექტემბერს, "ინტერი" კიდევ ერთ ქართულ კლუბთან მოსინჯავს ძალებს.

საქართველოს ჩემპიონატი 2 სექტემბერს განახლდება, აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში კი 26 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე
შესვენებაა გამოცხადებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული