თემურ შალამბერიძე: ვიცოდი, რომ ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდოდით

AutoSharing Option
30 სექტემბერს გამართული "დილა"-"მარიტიმუს" შორის ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხეს.

გორის "დილა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პორტუგალიურ გუნდთან 0:2 დამარცხდა და ევროპალიგას დაემშვიდობა.

* * *
პედრუ მარტინში ("მარიტიმუს" მთავარი მწვრთნელი):
"ძალიან კარგი თამაში იყო. "დილა" კარგია გუნდია, გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. ამის მიუხედავად, შეხვედრა ჩვენთვის სასურველად მიმდინარეობდა მანამ, სანამ კაცს გაგვიგდებდნენ.

მერე მასპინძლებმა მთელი ძალებით შემოგვიტიეს.

მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ორივე ტაიმის ბოლოს ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით და მიმაჩნია, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დამსახურებულად
გავედით".

* * *
თემურ შალამბერიძე ("დილას" მთავარი მწვრთნელი):
- 3-4 თვის გუნდით ჯგუფურ ეტაპამდე გაღწევა ძალიან ძნელია. ასეც ვიცოდი, მაგრამ ვცდილობდი, ბიჭები დამერწმუნებინა, მათი კლასის იმედი მქონდა...

მატჩის შემდეგ მათ მადლობა გადავუხადე, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენთვის პლეი ოფში გასვლაც წინგადადგმული ნაბიჯია.

- ყველა ელოდა, რომ სწრაფი გოლის გატანას შეეცდებოდით, მაგრამ გუნდმა ინიციატივა არ აიღო.
- ერთი ბურთი რომ გაგვეშვა, კატასტროფა იქნებოდა. წინ კი მთელი 90 წუთი იყო და არ გვსურდა, მეტისმეტად გაგვერისკა.

სამწუხაროდ, ვერაფერი მოვახერხეთ და ვინ იცის, ასეთი შანსი ქართულ კლუბს კიდევ როდის ექნება...

- ახლა გუნდს წამყვანი ფეხბურთელები დატოვებენ?
- ჯერ ყველა რჩება.

- ვაწაძე და გრიგალაშვილიც?
- დიახ, ისინი ჯერ ჩვენთან რჩებიან.

- ვინმეს დამატებას ხომ არ აპირებთ?
- დამატებას მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ვაპირებდით.

- ეს წაგება ეროვნულ ჩემპიონატში გუნდის გამოსვლაზე ხომ არ იმოქმედებს?
- რა თქმა უნდა, იმოქმედებს. დღეს შედეგზე ტრავმირებულთა სიმრავლემაც იმოქმედა და გადაბმულად თამაშებმაც. ასე მგონია, ქართული გუნდი პლეი ოფში რომ ხვდება, გარკვეული შეღავათი უნდა გაუწიო.

- შეღავათი ფედერაციას უნდა გაეწია?
ზურაბ კარტოზია, "დილას" პრეს-ატაშე:
- ვისაც შეეძლო, იმას ვგულისხმობთ. მატჩის გადადებაზე ყველა მეტოქე კი დაგვთანხმდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია
მკითხველის კომენტარები / 6 /
წინდაწინ თუ იცოდი, რომ უნდა წაგეგო აღარც გეთამაშათ მაშინ.
burgal
31 აგვისტო 2012 14:00
0
ჩემპიონატში კიდევ ვისი ვალები დაგრჩათ გასასტუმრებელი?
Tazo
31 აგვისტო 2012 12:46
0
vin dagabrala hen treneroba vin____
chaltubo
31 აგვისტო 2012 12:39
0
შალამბერიძე! ნუ კრეჭავ-1-0ის მერე არათანაბარ პირობებშიც შეიძლება გასვლა-მაგარამ რა ნაუცბათევი გუნდიცაა-ისეთივე მწვრთნელია-რაღა დილა და რაღა ჩელსი-ფული არაა საკმარისი გუნდის შესაქმნელად.ისე ყომარსაც არ გამოვრიცხავ-გუნდურს-ზესაგონის ძველი მაგალითი მახსოვს-მალტას-იქ რომ მოუგეს 3-1
mimino
31 აგვისტო 2012 11:59
0
რუსი მაკეევი მოსკოვის გუნდიდან არ მახსოვს ვისთან,ეხლ ჯგუფურში გასასვლელად,ტკივილისაგან მინდორზე ვარდებოდა ყოველ წამს,მაგრამ ბოლომდე ითამაშა და რუსულმა გუნდმა,გულზე არ მეხატებიან რუცები,მოიგო
vano
31 აგვისტო 2012 11:17
0
თუ კი იცოდი რომ წააგებდი.რაღას გვარცხვენდი გასულიყავით ყველა მოედნიდან თამაშიდანსალუქვაძესავით არა არ ვადანაშაულებ ღმერთმა დაგვიფაროს,უდროოდ ასტკივდა საზარდული
Eliso
31 აგვისტო 2012 11:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული