400 კლუბისგან შემდგარ რეიტინგში ვეღარ მოხვდა თბილისის "დინამო", რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთა შორის საუკეთესო პოზიციაზე იმყოფებოდა, მაგრამ ევროთასებზე ვერმოხვედრამ უკან დახია.
დღეისთვის ქართული კლუბებიდან ყველაზე მაღლა, 205-ე ადგილზე ევროპის ლიგის პლეი ოფამდე მისული "დილაა", რომელიც წინა თვეში 251-ე საფეხურს იკავებდა.
"ზესტაფონი" 224-ედან 286-ე ადგილამდე დაქვეითდა, რუსთავის "მეტალურგი" კი 241-ედან 247-ე პოზიციამდე დაეშვა.
რეიტინგის საუკეთესო სამეული უცვლელია, საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ბარსელონა
2. უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე)
3. რეალი (ესპანეთი)
4. ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
5. ჩელსი (ინგლისი)
6. ატლეტიკო (ესპანეთი)
7. ბილბაო (ესპანეთი)
8. ბაიერნი (გერმანია)
9. ლიბერტადი (პარაგვაი)
10. კორინთიანსი (ბრაზილია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"