"ვიტ ჯორჯიამ" პირველლიგელ სტუ-ს ამხანაგურ მატჩში სძლია

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზა, სხვების მსგავსად, "ვიტ ჯორჯიამაც" გამოიყენა და პირველლიგელ სტუ-ს ამხანაგურად გაეჯიბრა. მატჩი ვეტერინარებმა 4:0 მოიგეს.

ოთხივე გოლი პირველივე ტაიმში გავიდა. მერაბ კოჭლაშვილის გუნდიდან თავი გიორგი ვასაძემ და გურამ გურეშიძემ გამოიჩინეს, ბესიკ ჩიმაკაძემ კი დუბლი შეასრულა.

"ვიტ ჯორჯიამ" პირველ ტაიმში ამ შემადგენლობით ითამაშა: დაუშვილი - ხურცილავა, გოგიაშვილი, გეთიაშვილი, ჯავაშვილი - ვასაძე, კასრაძე - კორიფაძე, გურეშიძე, ღანიაშვილი - ჩიმაკაძე.

მეორე ტაიმი: რეჭია - კალანდია, ადამაძე, ტეტუნაშვილი, ღანიაშვილი - დავლაშელიძე, ღიბრაძე, ჯუღელი, ზაქრაძე - გაბრიჭიძე (75. კუხალეიშვილი), ლობჯანიძე (79. ჯოლოხავა).

15 სექტემბერს
"ვიტ ჯორჯია" ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურში "ზუგდიდს" უმასპინძლებს. ოთხი ტურის შემდეგ ვეტერინარებს 4 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული