ამჯერად რეიტინგში ვერ მოხვდა თბილისის "დინამო", რომელმაც პოზიციები ევროთასებზე ვერგასვლის გამო დათმო.
საქართველოდან საუკეთესო ადგილი გორის "დილას" უკავია, რომელსაც ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებული სერია 186-ე ადგილამდე ასვლაში დაეხმარა. ცნობისთვის, წინა თვეში "დილა" 205-ე იყო.
რუსთავის "მეტალურგი" ერთი ადგილით დაქვეითდა და 248-ეა. ასევე ერთი პოზიცია დათმო "ზესტაფონმა" და 287-ე საფეხურზეა, ქუთაისის "ტორპედომ" კი 420-ედან 397-ე ადგილზე აინაცვლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"