"ზესტაფონმა" ამხანაგურ მატჩში "ჩიხურასთან" წააგო

AutoSharing Option
ვიდეო
სანაკრებო პაუზა "ზესტაფონმა" და "ჩიხურამ" ნაყოფიერად გამოიყენეს და ზესტაფონის ბაზაზე ერთმანეთთან საკონტროლო მატჩი გამართეს.

მატჩის მე-6 წუთზე სტუმრები გაგა ჩხეტიანმა დააწინაურა, 29-ეზე კი რატი წინამძღვრიშვილმა ანგარიში თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა. თუმცა ზუსტად ერთ წუთში ჩხეტიანმა მასპინძელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და "ჩიხურა" კვლავ დააწინაურა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდის მწვრთნელმა საკმაო რაოდენობის ცვლილებები განახორციელა. 72-ე წუთზე თეიმურაზ შარაშენიძემ გამოიჩინა თავი და თავისი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა, 81-ეზე კი საჩხერელთა მეკარე გიორგი სომხიშვილი გააძევეს და "ჩიხურას" კარში პენალტი ამჯერად თორნიკე აფციაურმა გაიტანა. "ზესტაფონმა" 2:3 წააგო (იხილეთ ვიდეო).

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

ზესტაფონი: მამალაძე, თ. ღონღაძე (64. რაჟამაშვილი), კაჭკაჭიშვილი, კობახიძე (46. თედ. გრიგალაშვილი), ელიავა (68. სამუშია), მენთეშაშვილი (46. შარიქაძე), იელიჩი (54. გაგოშიძე), ბაბუნაშვილი (60. აფციაური), მილხრაუმი (46. შინდაგორიძე), თორ. გრიგალაშვილი, წინამძღვრიშვილი (64. ბარაბაძე).

ჩიხურა: სომხიშვილი (81. მწყერაშვილი), ბაკურაძე (46. მურველაშვილი), ლ. ჭელიძე (46. ძამსაშვილი), საჯაია, ჩიკვაიძე (46. ბერიანიძე), ოდიკაძე (46. ქიმაძე), ლომაშვილი (46. ზაბახიძე), დიღმელაშვილი (46. ნ. მაისურაძე), შარაშენიძე, ნ. კვასხვაძე (46. დეკანოიძე), გ. ჩხეტიანი.

"ზესტაფონის" დუბლშემადგენლობა კი თბილისში საქართველოს 17-წლამდელ ნაკრებს შეხვდა და 1:3 დამარცხდა.

საკუთარ გუნდთან ტესტ-მატჩში დუბლი შეასრულა ილია კერძევაძემ, ერთი გოლი დინამოელი ოთარ კობახიძის ანგარიშზეა, "ზესტაფონიდან" კი პრესტიჟის გოლი ნოდარ გაჩეჩილაძემ გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული